მარანი მუკუზანი
მევენახების მხარე: |
კახეთის მევენახეობის მხარე |
ადგილწარმოშობა: |
მუკუზანის მევენახეობის სპეციფიური ზონა |
კლიმატი: |
ზომიერი კონტინენტალური |
ღვინის კატეგორია: |
ადგილწარმოშობის ღვინო |
ყურძნის ჯიში: |
საფერავი 100% |
ყურძნის წყარო: |
100% მუკუზანის მევენახეობის სპეციფიური ზონა, მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო. |
მოსავლიანობა: |
8 ტონა ჰა-ზე. |
ღვინის ტიპი: |
წითელი მშრალი ადგილწარმოშობის. |
ღვინის ანალიზი: |
ალკოჰოლი: 13,5 %; ნარჩენი შაქარი < 4 გ/ლ; ტიტრული მჟავიანობა 4,5-5,5გ/ლ. |
|
ვინიფიკაცია
სიმწიფის პიკზე მყოფი ყურძენი დაიკრიფა ხელით. კლერტის ფრთხილად გაცლასა და დაწურვას მოჰყვა დუღილი უჟანგავ ფოლადის რეზერვუარებში კონტროლირებად ტემპერატურაზე (23-28°C). ფერმენტაცია წარიმართა კულტურული საფუარით, დელესტაჟისა და რემონტაჟის მეთოდების გამოყენებით. 12-15 დღიანი მაცერაციის შემდეგ ღვინო სუფთად მოიხსნა და გააგრძელა ვაშლ-რძემჟავა დუღილი. მოგვინაებით, ღვინო გადაიტანეს 225 ლ მუხის კასრებში 8-10 თვიანი დაძველებისთვის. შემდგომი დავარგება წარიმართა უჟანგავ ფოლადის ცისტერნებში და ჩამოსხმის შემდგომ კი – ბოთლებში ოპტიმალურ ტემპერატურაზე.
ორგანოლეპტიკა
ფერი: |
მუქი წითელი. |
სუნი: |
კომპლექსური ბუკეტი მკვეთრი ალუბლის ტონებით, რომელსაც ფარავს ყავისა და შოკოლადის არომატი. |
გემო: |
პირველი ყლუპი წვნიანი ალუბლის ასოციაციას იწვევს. ღვინის სქელი, ზეთოვანი სტრუქტურა მშვენივრად ითავსებს ვანილის და დამწვარი მუხის ტონებს. საბოლოო დაგემოვნებისას იგრძნობა მკვეთრი ტანინები. |
|
|
|