მარანი მწვანე
მევენახეობის მხარე: |
კახეთის მევენახეობის მხარე |
კლიმატი: |
ზომიერი კონტინენტალური |
ღვინის კატეგორია: |
რეგიონალური ღვინო |
ყურძნის ჯიში: |
მწვანე 100%: |
ყურძნის წყარო: |
100 % კონდოლის ვენახები |
ყურძნის მოსავლიანობა: |
9-11 ტონა ჰექტარზე. |
ღვინის ტიპი: |
თეთრი მშრალი |
ღვინის ანალიზი: |
ალკოჰოლი 12 %; ტიტრული მჟავიანობა: 6გ/ლ |
|
ვინიფიკაცია
სექტემბრის პირველ დეკადაშჲ ჩვენს კონდოლის ვენახებში მწვანეს ჯიშის ყურძენი ყურძენი ხელით დაიკრიფა. კლერტის გაცლის შემდგომ ყურძენი გაცივდა 4-6°C-მდე, 8 საათის განმავლობაში დაყოვნდა ცივად პნევმატურ წნეხში და შემდეგ ნაზად გამოიწურა. 24 დან 48 საათის განმავლობაში ყურძნის წვენი ბუნებრივად იწმინდებოდა 8-10°C ტემპერატურაზე და შემდგომ გადავიდა უჟანგავი ფოლადის სადუღარ რეზერვუარში. დუღილი წარიმართა 14-15°C დაახლოებით 1 თვის მანძილზე ყურძნის შაქრის საბოლოოდ დაშლამდე. დუღილის დასრულების შემდგომ ღვინო გადადის სხვა რეზერვუარში დასვარგებლად. 2010 წლის მოსავლის პირველი პარტია ჩამოისხა 2011 წლის მარტის თვეში.
ორგანოლეპტიკა
ფერი: |
ღია ჩალისფერი მომწვანო ელფერით. |
სურნელი: |
გრეიფრუტის, ლიმნის, მწვანე ვაშლის და მინდვრის ყვავილების სურნელით. |
გემო: |
გემო მსუბუქი და ხალისიანია, გამორჩეული ციტრუსოვანი და სხვა ტროპიკული ხილის არომატით. დაბოლოება ხანგრძლივია მადისაღმძვრელი მჟავიანობით და ხილი ტონებით. |
|
|
|