Marani Logo

მარანი ალექსანდრეული

მევენახეობის მხარე:
კახეთის მევენახეობის მხარე
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
ერთი ვენახის ღვინო
ყურძნის ჯიში:
ალექსანდრეული 100%
ყურძნის წყარო:
100% კონდოლის ვენახები
მოსავლიანობა:
8-10 ტონა ჰა-ზე
ღვინის ტიპი:
წითელი ნახევრად ტკბილი
ღვინის ანალიზი:
ალკ. 11,5%; ნარჩენი შაქარი: 40 გ/ლ; ტიტრული მჟავიანობა:5-7გ/ლ.

მოსავლის წლები

2013

ვინიფიკაცია

სექტემბრის შუა რიცხვებში სიმწიფის პიკზე მყოფი ყურძენი იკრიფება ხელით. კლერტის ფრთხილად გაცლასა და დაწურვას მოსდევს დუღილი უჟანგავი ფოლადის რეზერვუარებში კონტროლირებად ტემპერატურაზე (23-28°C). ფერმენტაცია მიმდინარეობს კულტურული საფუარით, დელესტაჟისა და რემონტაჟის მეთოდების გამოყენებით. 5-7 დღიანი ფერმენტაციის შემდეგ, როდესაც მიიღწევა ნარჩენი შაქრის სასურველი დონე, დუღილი ჩერდება გაციებით და შემდგომი ფილტრაციით, რითაც ვინარჩუნებთ ღვინის ყურძნისეულ არომატებს, ბუნებრივ სიტკბოს და სიხალისეს. ამის შემდგომ, ბოთლში ჩამოსხმამდე, ღვინო ინახება იზოთერმულ რეზერვუარებში ცივად 0°C ტემპერატურაზე.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
ღია ლალისფერია
სუნი:
ჟოლოსა და მარწყვის კომპლექსური არომატი თეთრი პილპილის აქცენტით;
გემო:
ხალასი და ელეგანტურია, ტკბილი მაგრამ ამავდროულად მსუბუქი. ბროწეულისა და თეთრი პილპილის ტონები ჰარმონიულად გადადის მოტკბო-მომჟავო დაბოლოებაში.