Marani Logo

სატრაპეზო მწვანე

მევენახეობის მხარე:
კახეთის მევენახეობის ზონა
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
ექსკლუზიური, ლიმიტირებული
ყურძნის ჯიში:
მწვანე 100%
ყურძნის წყარო:
კონდოლის ვენახი, ნაკვეთი მწვანე
მოსავლიანობა:
4-5 ტონა ჰა-ზე.
ღვინის ტიპი:
თეთრი მშრალი მოსავლის ღვინო
დავარგება:
მზადაა ახლაც, მაგრამ გაუმჯობედსდება 5-7 წლის განმავლობაში.
წარმოებულია:
4 000 -0,75ლ ბოთლი;
შეფუთვა:
6 ბოთლიანი მუყაოს ყუთი, ინდივიდუალური ყუთი ღირს დამატებითი თანხა.
ღვინის ანალიზი:
ალკოჰოლი: 13 %;

მოსავლის წლები

2011  |  2010

ვინიფიკაცია

აგვისტოს თვეში, კონდოლის ვენახის შერჩეული მწვანე ჯიშის ნაკვეთში, ყურძნის შეთვალების დასწყისში ტარდება მწვანე რთველი. ვაზიდან იკრიფება მკვახე ყურძენი იმ გათვლით, რომ საჰექტრო მოსავლიანობა შემცირდეს 4-5 ტონამდე, რაც თავის მხრივ ზრდის ვაზზე დარჩენილი მტევნის ხარისხს და გემოვნურ თვისებებს. სექტემბრის ბოლოს, ყურძენი შერჩევით მოიკრიფა პატარა ზომის ყუთებში, მარანში კიდევ ერთხელ გადაირჩა და კლერტის გაცლის შემდეგ ჩაიწურა ტრადიციულ თიხის 10 ქვევრში. ფერმენტაცია წარიმართა ბუნებრივი საფუარით, თეთრი ღვინისათვის ოდნავ მაღალ ტემპერატურაზე 18-22°C-მდე. 5 თვემდე ხანგრძლივობის დუღილის განმავლობაში ყველა პროცედურა ტარდებოდა ხელით. ამგვარად, მინიმუმამდე იქნა დაყვანილი მექანიკური ზემოქმედება მარცვალზე, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფდა მარცვლის კანიდან ექსტრაგირებული არომატების ნაზ ინტეგრაციას. დუღილის დამთავრების შემდგომ ღვინო გადავიდა მცირე ზომის მუხის კასრებში შემდგომი დაძველებისათვის, ხოლო ჩამოსხმის შემდეგ დავარგება გაგრძელდა ბოთლებში.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
ელვარე ოქროსფერი.
სურნელი:
ღვინო გაჯერებულია ჩირების, ტკბილი ნამცხვრის, ვანილის და ქოქოსის სურნელით
გემო:
გემო სრულია, ზეთოვანი და ბლანტი სტრუქტურით, გაზავებული მწიფე კომშის, ატმის, გარგარის ჩირის და სხვა ყვითელი ხილის არომატებით. დაბოლოება ხანგრძლივი და სასიამოვნოა, მსუბუქი მჟავიანობით და კასრში დავარგების თანმდევი