Marani Logo

თელავური ნახევრად ტკბილი წითელი

ყურძნის ჯიში:
ადგილობრივი ჯიშის შავი ყურძენი
წარმოშობა:
კახეთის მეღვინეობის რეგიონი
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტური
ღვინის ტიპი:
წითელი ნახევრად ტკბილი

ვინიფიკაცია

ყურძენი ხელით იკრიფება ოპტიმალური სიმწიფის პერიოდში. კლერტისგან ფრთხილად გათავისუფლების შემდეგ ყურძენი დუღდება უჟანგავი ფოლადის ცისტერნებში კონტროლირებად ტემპერატურაზე (25–28 °C). როდესაც ღვინოში მიღწეულია შაქრის და მჟავიანობის ბალანსი, დუღილი ჩერდება გაციებით, რათა შენარჩუნდეს ბუნებრივი სიტკბო და სიხალისე.

ორგანოლეპტიკა

ამ ტიპის ღვინო დამახასიათებელია თელავის მუნიციპალიტეტისთვის. ღვინო ადგილობრივი ჯიშის შავი ყურძნისგან მზადდება, უმეტესად გამოიყენება ალაზნის ორივე სანაპიროზე მოწეული საფერავი. მუქი ლალისფერი ღვინო ხასიათდება ხილის გამყოლი არომატით. ბუნებრივი სიტკბო ღვინოს კომპლექსურობას და სხეულს ჰმატებს ხანგრძლივად გამყოლი დაბლანსირებული გემოთი.