Marani Logo

სატრაპეზო 10 ქვევრი

მევენახეობის მხარე:
კახეთის მევენახეობის ზონა
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
ექსკლუზიური, ლიმიტირებული
ყურძნის ჯიში:
რქაწითელი 100%
ყურძნის წყარო:
კონდოლის ვენახი, ნაკვეთი რქაწითელი ს.04
მოსავლიანობა:
4-5 ტონა ჰა-ზე.
ღვინის ტიპი:
თეთრი მშრალი მოსავლის ღვინო
დავარგება:
მზადაა ახლაც, მაგრამ გაუმჯობედსდება 5-7 წლის განმავლობაში.
წარმოებულია:
6 000 -0,75ლ ბოთლი; 202 -1,5 ლ მაგნუმ ბოთლი.
შეფუთვა:
6 ბოთლიანი მუყაოს ყუთი, ინდივიდუალური ყუთი ღირს დამატებითი თანხა.

მოსავლის წლები

2012  |  2011  |  2010  |  2009  |  2008  |  2007

ვინიფიკაცია

აგვისტოს თვეში, კონდოლის ვენახის შერჩეული ნაკვეთში, რქაწითელი-ს.04, ყურძნის შეთვალების დასწყისში ტარდება მწვანე რთველი. ვაზიდან იკრიფება მკვახე ყურძენი იმ გათვლით, რომ საჰექტრო მოსავლიანობა შემცირდეს 4-5 ტონამდე, რაც თავის მხრივ ზრდის ვაზზე დარჩენილი მტევნის ხარისხს და გემოვნურ თვისებებს. სექტემბრის ბოლოს, ადრიან დილით, ყურძენი შერჩევით მოიკრიფა პატარა ზომის ყუთებში, მარანში კიდევ ერთხელ გადაირჩა და კლერტის გაცლის შემდეგ ჩაიწურა ტრადიციულ 1000-3500 ლ მოცულობის თიხის 10 ქვევრში. ფერმენტაცია წარიმართა ბუნებრივი საფუარით, თეთრი ღვინისათვის ოდნავ მაღალ ტემპერატურაზე 18-22°C-მდე. 1 თვემდე ხანგრძლივობის დუღილის განმავლობაში ყველა პროცედურა ტარდებოდა ხელით. ამგვარად, მინიმუმამდე იქნა დაყვანილი მექანიკური ზემოქმედება მარცვალზე, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფდა მარცვლის კანიდან ექსტრაგირებული არომატების ნაზ ინტეგრაციას. დუღილის დამთავრების შემდგომ ღვინო გადავიდა მუხის 225 ლ ახალ კასრებში შემდგომი 10 თვიანი დაძველებისათვის. ღვინის ჩამოისხმის შემდგომ ბოთლში დავარგება გაგრძელდა კიდევ 6 თვე.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
ელვარე ოქროსფერი.
სურნელი:
მსხლის და ატმის მურაბის გამოხატული არომატი შეზავებულია მიხაკის, ვარდის ფოთლის და შებრაწული ნუშის სურნელთან.
გემო:
ღვინო სრულსხეულიანია, გამოხატული მინერალური გემოთი, მსხლის და გარგარის ჩირის არომატით, შერწყმული ტკბილი სანელების, ვანილის და ქოქოსის კაკლის მსუბუქ ტონებთან. საბოლოოო დაგემოვნება ხანგრძლივი და ხავერდოვანია, რბილი და მწიფე ტანინების ფონზე.