Marani Logo

მარანი ქინძმარაული

მევენახების მხარე:
კახეთის მევენახეობის მხარე
ადგილწარმოშობა:
ქინძმარაულის მევენახეობის სპეციფიური ზონა
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
ადგილწარმოშობის ღვინო
ყურძნის ჯიში:
საფერავი 100%
ყურძნის წყარო:
100% ქინძმარაულის მევენახეობის სპეციფიური ზონა, მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპირო.
მოსავლიანობა:
8 ტონა ჰა-ზე.
ღვინის ტიპი:
წითელი ნახევრად ტკბილი ადგილწარმოშობის.
ღვინის ანალიზი:
ალკოჰოლი: 11%; ნარჩენი შაქარი 35-45 გ/ლ; ტიტრული მჟავიანობა: 5,5-6,5გ/ლ.
 

მოსავლის წლები

2018  |  2013  |  2012  |  2011  |  2010  |  2009  |  2008  |  2007  |  2004

ვინიფიკაცია

სიმწიფის პიკზე ყურძენი იკრიფება ხელით. კლერტის ფრთხილად გაცლასა და დაწურვას მოსდევს დუღილი კონტროლირებად ტემპერატურაზე (23-28°C) უჟანგავ ფოლადის რეზერვუარებში. ფერმენტაცია მიმდინარეობს კულტურული საფუარით, დელესტაჟისა და რემონტაჟის მეთოდების გამოყენებით. 5-7 დღიანი მაცერაციის შემდეგ მიიღწევა ნარჩენი შაქრის სასურველი დონე და დუღილი ჩერდება გაციებით და შემდგომი ფილტრაციით, რათაც ვინარჩუნებთ ღვინის ყურძნისეულ არომატებს, ბუნებრივ სიტკბოს და სიხალისეს. ამის შემდგომ ბოთლში ჩამოსხმამდე ღვინო ინახება იზოთერმულ რეზერვუარებში ცივად -2+2°C ტემპერატურის დიაპაზონში.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
მუქი წითელი ფერისაა.
სუნი:
მაყვლის, შავი ქლიავის არომატი შერწყმულია ყვავილების სურნელთან.
გემო:
საოცრად ხალისიანია მაყვლის და ალუბლის ტონებით, რაც ბუნებრივ სიტკბოსთან შეხამებით ღვინოს დაუვიწყარ ხავერდოვან გემოს აძლევს.