მარანი ნაფარეული
წარმოშობა: |
კახეთის მევენახეობის მხარე |
ადგილწარმოშობა: |
ნაფარეულის მევენახეობის სპეციფიური ზონა |
კლიმატის ტიპი: |
რბილი კონტინენტალური |
ღვინის კატეგორია: |
ადგილწარმოშობის ღვინო |
ყურძნის ჯიშები: |
საფერავი 100% |
ყურძნის წყარო: |
100% ნაფარეულის მევენახეობის სპეციფიური ზონა, მდინარე ალაზანის მარცხენა ნაპირი |
მოსავლიანობა: |
8 ტონა ჰა-ზე. |
ღვინის ტიპი: |
წითელი მშრალი ადგილწარმოშობის. |
ღვინის ანალიზი: |
ალკ:.13,0 % ნარჩენი შაქარი:<4 გ/ლ; ტიტრული მჟავიანობა 4,5-5,5გ/ლ. |
ვინიფიკაცია
სიმწიფის პიკზე ყურძენს ხელით ვკრეფთ. კლერტის ფრთხილად გაცლისა და დაწურვის შემდეგ იწყება დუღილი უჟანგავ ფოლადის რეზერვუარებში კონტროლირებად ტემპერატურაზე (23-28 °C). ფერმენტაცია მიმდინარეობს კულტურული საფუარით, დელესტაჟისა და რემონტაჟის მეთოდების გამოყენებით. 12-14 დღიანი მაცერაციის შემდეგ ღვინო იხსნება სუფთად და გადადის ვაშლრძემჟავა დუღილის და 8-10 თვიანი დაძველებისთვის 225 ლ მუხის კასრებში. შემდგომი დავარგება მიმდინარეობს უჟანგავ ფოლადის ცისტერნებში, ხოლო ჩამოსხმის შემდგომ ბოთლებში ოპტიმალურ ტემპერატურაზე.
ორგანოლეპტიკა
ფერი: |
მწიფე შვინდისფერი, აგურისფერი ციალით. |
სურნელი: |
ალუბლის, ტყავის, ვანილის და ტკბილი სუნელების არომატი. |
გემო: |
დასწყისში წარმოჩენილია წითელი ხილის ჩირები და ვანილის ტონებით, რომელიც გრძელდება ელეგანტურ, კრემისებურ და იმავდროულად სუნელების არომატებით აღსავსე გახანგრძლივებულ დაგემოვნებაში. |
|
|
|