Marani Logo

მარანი მუკუზანი

მევენახების მხარე:
კახეთის მევენახეობის მხარე
ადგილწარმოშობა:
მუკუზანის მევენახეობის სპეციფიური ზონა
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
ადგილწარმოშობის ღვინო
ყურძნის ჯიში:
საფერავი 100%
ყურძნის წყარო:
100% მუკუზანის მევენახეობის სპეციფიური ზონა, მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო.
მოსავლიანობა:
8 ტონა ჰა-ზე.
ღვინის ტიპი:
წითელი მშრალი ადგილწარმოშობის.
ღვინის ანალიზი:
ალკოჰოლი: 13,5 %; ნარჩენი შაქარი < 4 გ/ლ; ტიტრული მჟავიანობა 4,5-5,5გ/ლ.
 

მოსავლის წლები

2016  |  2013  |  2012  |  2010  |  2009  |  2008  |  2005  |  2004  |  2003

ვინიფიკაცია

სიმწიფის პიკზე მყოფი ყურძენი დაიკრიფა ხელით. კლერტის ფრთხილად გაცლასა და დაწურვას მოჰყვა დუღილი უჟანგავ ფოლადის რეზერვუარებში კონტროლირებად ტემპერატურაზე (23-28°C). ფერმენტაცია წარიმართა კულტურული საფუარით, დელესტაჟისა და რემონტაჟის მეთოდების გამოყენებით. 12-15 დღიანი მაცერაციის შემდეგ ღვინო სუფთად მოიხსნა და გააგრძელა ვაშლ-რძემჟავა დუღილი. მოგვინაებით, ღვინო გადაიტანეს 225 ლ მუხის კასრებში 8-10 თვიანი დაძველებისთვის. შემდგომი დავარგება წარიმართა უჟანგავ ფოლადის ცისტერნებში და ჩამოსხმის შემდგომ კი – ბოთლებში ოპტიმალურ ტემპერატურაზე.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
მუქი წითელი.
სუნი:
კომპლექსური ბუკეტი მკვეთრი ალუბლის ტონებით, რომელსაც ფარავს ყავისა და შოკოლადის არომატი.
გემო:
პირველი ყლუპი წვნიანი ალუბლის ასოციაციას იწვევს. ღვინის სქელი, ზეთოვანი სტრუქტურა მშვენივრად ითავსებს ვანილის და დამწვარი მუხის ტონებს. საბოლოო დაგემოვნებისას იგრძნობა მკვეთრი ტანინები.