Marani Logo

მარანი ტვიში

მევენახეობის მხარე:
რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობის მხარე.
ადგილწარმოშობა:
ტვიშის მევენახეობის სპეციფიური ზონა
კლიმატის ტიპი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კლასიფიკაცია:
ადგილწარმოშობის ღვინო
ყურძნის ჯიშის:
ცოლიკაური 100%
მოსავლის წყარო:
100% ტვიშის მევენახეობის სპეციფიური ზონა
მოსავლიანობა:
8 ტონა ჰა-ზე.
ღვინის ტიპი:
ნახევრად ტკბილი ადგილწარმოშობის.
ღვინის ანალიზი:
ალკოჰოლი: 11%; ნარჩენი შაქარი: 30-45 გ/ლ; ტიტრული მჟავიანობა: 6-7,5გ/ლ.
 

მოსავლის წლები

2018  |  2013  |  2012  |  2011  |  2009  |  2008  |  2005

ვინიფიკაცია

ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში სიმწიფის პიკზე მყოფი ყურძენი იკრიფება ხელით. კლერტის გაცლის შემდგომ ყურძენი ცივდება 4-6°C -მდე და ნაზად იწურება პნევმატურ წნეხში. მოგვიანებით ხდება დაწმენდილი თვითნადენი წვენის დუღილი უჟანგავ ფოლადის ცისტერნებში მკაცრად განსაზღვრულ ტემპერატურაზე(15°C). როდესაც მაჭარში ნარჩენი შაქარი და მჟავიანობა მიაღწევს ოპტიმალურ დონეს, დუღილი ჩერდება გაციებით და შემდგომი ფილტრაციით, რითაც ვინარჩუნებთ ღვინის ბუნებრივი სიტკბოს და სიხალისეს. ამის შემდგომ ბოთლში ჩამოსხმამდე ღვინო ინახება იზოთერმულ რეზერვუარებში 0 °C–მდე გაციებულ მგომარეობაში.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
ღია ჩალისფერი, მომწვანო ელფერით.
სურნელი:
ნესვის, ანანასის და მინდვრის ყვავილების არომატით.
გემო:
ქორფა ციტრუსოვანი, ნესვის და მსხლის ტონებით და ხანგრძლივი ყვავილოვანი გამყოლი გემოთი.