Marani Logo

აღმოაჩინე მარანი

თელავის ღვინის მარანი ღიაა სტუმრებისთვის ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით,ყოველ დღე 10:00 სთ-დან 16:00-სთ-მდე, მთელი წლის განმავლობაში. ტურები გაწერილია სხვადასხვა დროს, ამიტომ აუცილებელია წინასწარ დაჯავშნა. ასევე რეკომენდირებულია შეთანხმებულ დრომდე 10-15 წთ-ით ადრე მობრძანება, რათა ტურის დაწყებამდე  მოგვარდეს ყველა ტექნიკური საკითხი.

 

ტური გრძელდება დაახლოებით 60-80 წუთი. სტუმრები გაივლიან  ე.წ. „ღვინის გზას“  , რომელიც მოიცავს ღვინის წარმოების  მთელ პროცესს ვენახებიდან საწნეხელამდე, შემდეგ კასრებამდე და ბოლოს ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე. სტუმრებს საშუალება აქვთ დაესწრონ სამუშაოთა მიმდინარეობას, დაათვალიერონ მარანის სხვადასხვა განყოფილებები და მიიღონ პასუხი ყველა მათთვის საინტერესო საკითზე.  ტური მთავრდება 4 სხვადასხვა ღვინის დეგუსტაციით მაგიდასთან ტრადიციული კახური დედას პურის, ყველის და მინერალური წყლის თანხლებით. სურვილის შემთხვევაში, ვიზიტორებს მიეცემათ შესაძლებლობა შეიძინონ თელავის მარანის ღვინოები და ასევე მიიღონ  კომპანიის საინფორმაციო ბუკლეტი ღვინოების დეტალური აღწერით.  


ღვინოების ჩამონათვალი და მოსავლის  წელი შეიძლება შეიცვალოს სტუმრის მოთხოვნის მიხედვით და შესაძლებლობიდან გამომდინარე:

 

 

 

ღვინო ღვინის ტიპი წარმოშობა
მარანი წინანდალი მშრალი თეთრი მოსავლის ღვინო წინანდლის ადგილწარმოშობის კონტროლირებადი ზონა
მარანი მწვანე მშრალი თეთრი სუფრის ღვინო კახეთის მეღვინეობის მხარე
მარანი საფერავი  მშრალი წითელი სუფრის ღვინო კახეთის მეღვინეობის მხარე
მარანი მუკუზანი მშრალი წითელი მოსავლის ღვინო

მუკუზნის ადგილწარმოშობის

კონტროლირებადი ზონა


ტურის ღირებულება თითო პერსონაზე 11 €, სტუმრების მინიმალური რაოდენობა 4.