Marani Logo

ღვინის ლექსიკონი

ბალანსი (Balance)

წონასწორობა. ჰარმონიული დამოკიდებულება ღვინოში ალკოჰოლს, სიტკბოს, ხილის ტონებს, მჟავიანობასა და ტანინებს შორის. კარგად ბალანსირებულ ღვინოებს ყველა ამ ელემენტის სასიამოვნო თანაფარდობა ახასიათებს. ღვინის ბალანსი მხოლოდ მისი დაძველების შემდეგ შეიძლება იქნეს მიღწეული.

ბალახისებრი (Herbaceous)

ღვინო, რომელსაც ბალახების გემო და არომატი აქვს. ბალახისებრი შეიძლება იყოს ძალიან ახალგაზრდა ღვინოები, რომლებიც დაძველების შედეგად გემოს შეიცვლიან. ეს თვისება გამოწვეულია უპირველესად ყურძნის ჯიშის გავლენით და არა ნიადაგის ან ჰავის ზემოქმედებით.

ბანიული (Banyuls)

იშვიათი ფრანგული ღვინო, რომელსაც ჩვეულებრივ შოკოლადს ან სხვა ტკბილეულს აყოლებენ. ღვინო, რომელიც მზადდება გვიან დაკრეფილი გრენაშის ჯიშის ყურძნისაგან ალკოჰოლის 15%-ს უნდა შეიცავდეს. ციცაბო ფერდობებზე შეფენილი გრენაშის ვენახები გაშენებულია ხმელთაშუაზღვისპირეთის პატარა სოფელ ბანიულში, რუსილიონის სამხრეთ საზღვართან.

ბარბარესკო (Barbaresco)

ცნობილი მსუბუქი წითელი ღვინო პიემონტიდან (იტალია), რომელიც ნებიოლოს ჯიშის ყურძნისაგან მზადდება. 2-3 წლის შემდეგ ის იღებს ხახვის ფოჩის ფერს. შედის იტალიურ საუკეთესო ღვინოებში.

ბარბერა

წითელი ფერის ყურძენი პიემონტიდან. ვაზი ხარობს აგრეთვე კალიფორნიასა და არგენტინაში, ბრაძილიასა და უნგრეთში. ამ ვაზის ნამდვილი წარმოშობის ადგილია ასტის რეგიონი. ნიადაგის მიმართ ნაკლებ პრეტენზიული, ძლიერიგანვითარების ბარბერა გამოირჩევა შესანიშნავი ნაყოფიერებით და მისგან წარმოებული ღვინო მდიდარ სხეულიანია, ძოგჯერ მეტად ალკოჰოლურიც. დაძველებისას იძენს ჰარმონიულობას და დელიკატურ ბუკეტს.

ბარდოლინო (Bardolino)

მსუბუქი, ოდნავ ტკბილი წითელი ღვინო, რომელსაც აწარმოებენ ჩრდილოეთ იტალიის ვენეტოს რეგიონში. ეს ღვინო საუკეთესო დასალევია, სანამ ახალგაზრდაა. მზადდება კორვინას, ნეგრარას და მოლინერას ჯიშის ყურძნისაგან.

ბაროლო (Barolo)

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიური წითელი ღვინო, რომელიც მზადდება  პიემონტში ნებიოლოს ჯიშის ყურძნისაგან. ღვინო მუქია, სრული, ტანინებისა და ალკოჰოლის მაღალი შემცველობით. იგი მნიშვნელოვნად უმჯობესდება ათეულობით წლის მანძილზე დაძველების შედეგად.

ბახუსი (Bacchus)

ძველი რომაული ღვინის ღმერთის, დიონისეს ბერძნული სახელი.

ბერენაუსლიზე (გერმ.) (Beerenauslese)

ტკბილი გერმანული თეთრი ღვინო აუსლიზედან, დამზადებული გვიან მოკრეფილი ბოტრიტიანი ყურძნისაგან. ყველა სხვა ტკბილ თეთრ ღვინოსთან შედარებით (აისვაინის გარდა) მას მეტი სინაზე და დახვეწილობა ახასიათებს. ჩვეულებრივ ეს ღვინო ძვირი და ძნელად საშოვნელია.

ბიო-დინამიური (Bio-dynamic)

ბიო-დინამიურად წარმოებული ღვინოები მზადდება მინიმალური ფილტრაციის მეშვეობით, ქიმიური ან სინთეთიკური საშუალებების გარეშე, ნატურალური საფუარის და გოგირდის ორჟანგის გამოყენებით.