Marani Logo

სამი ოქრო და ერთი ვერცხლი - "MUNDUS VINI 2016"

22 სექტემბერი 2016

2016 წლის 20 სექტემბერს გამოქვეყნდა კონტინენტური ევროპის ყველაზე დიდი და პრესტიჟული ღვინის კონკურსის - „MUNDUS VINI 2016“-ის შედეგები, რომელიც ყოველწლიურად იმართება გერმანიაში რათა გამოავლინოს წლის ყველაზე წარჩინებული ღვინოები. კონკურსზე წარდგენილი იყო 4300 ღვინო მსოფლიოდან, ჟიური შედგებოდა 38 ქვეყნის 150 წევრისგან. დაჯილდოვდა ,,თელავის ღვინის მარანის‘’ შემდეგი ღვინოები: ,,მარანი კონდოლის ვენახის საფერავი’’, ,,სატრაპეზო საფერავი’’ , ,,მარანი რეზერვი’’ და ,,მარანი მუკუზანი’’. აღსანიშნავი და სასიხარულოა, რომ პირველმა სამმა ღვინომ აიღო ოქროს მედალი, ხოლო ,,მარანი მუკუზანმა’’ ვერცხლის ჯილდო. 
ასევე უნდა აღინიშნოს "მარანი რეზერვი" - ს წარმატება, რომელმაც ოქროს მედალთან ერთად საუკეთესო ქართული ღვინის საპატიო სტატუსიც დაიმსახურა.