Marani Logo

ოქრო „აზიის ღვინის პრიზი 2015”-ზე

20 სექტემბერი 2015

 ჩვენმა „მარანი კონდოლის ვენახები მწვანე - ქისი 2014“-მა მოიპოვა ოქროს მედალი კორეაში გამართულ კონკურსზე - „აზიის ღვინის პრიზი 2015“, რომელსაც კიდევ უფრო დიდი მასშტაბი ჰქონდა, ვიდრე წინა წელს და მასში მონაწილეობას იღებდა 5000-ზე მეტი ღვინო და მათ აფასებდა ჟიურის 250 წევრი.
3300-ზე მეტი მონაწილით, ჯერ კიდევ „აზიის ღვინის პრიზი 2014” გახდა მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ღვინის კონკურსი აზიაში, მისი არსებობის მეორე წელს. აზიის ყველა მნიშვნელოვანი საიმპორტო ქვეყნიდან იყვნენ წარმოდგენილი ჟიურის წევრები, რომლებმაც აღნიშნეს, რომ ხარისხი და რეალიზაციის დონე უბადლოა აზიაში. მაშასადამე ღვინის მიმართ ინტერესი აზიაში უფრო და უფრო იზრდება. „აზიის ღვინის პრიზი“ უკვე გახდა „OIV“-ის ერთ-ერთი უდიდესი შეჯიბრი მსოფლიოში და ის უდიდესია აზიის მასშტაბით.
მადლობა მხარდაჭერისთვის, ჩვენ არ ვაპირებთ გაჩერებას და კიდევ უფრო მეტ წარმატებას გპირდებით!