Marani Logo

მარანის ახალი ჩამოსხმის ხაზი

24 მაისი 2015

.. თელავის ღვინის მარანი - კომპანია, სადაც ერთმანეთთან თანაზიარნი არიან თანამედროვე ტექნოლოგია და ძველი ტრადიცია. მრავალი წლის შრომით და გამოცდილებით კომპანია მივიდა იმ ეტაპზე რომ აღჭურვილიყო უახლესი ტექნოლოგიით, რომელთა შორის აღსანიშნავია მზა პროდუქციის წარმოების ხაზი. ხაზი შექმნილია იტალიაში, ღვინის აღჭურვილობის მწარმოებელი წამყვანი კომპანიების და .. „თელავის ღვინის მარანისდამფუძნებლების რთიერთთანამშრომლობით. დანადგარის აწყობას დასჭირდა ერთ წელიწადზე მეტი


წარმოების ხაზი აღჭურვილია ყველა იმ დეტალით, რომელიც უზრუნველყოფს ღვინის ჩამოსხმის თითოეული პროცედურის ავტომატურ მოქმედებას, მაქსიმალური შედეგი არის საათში 6000 (ექვსი ათასი) ბოთლის ჩამოსხმა. ეს არის უნიკალური ჩამოსხმის ხაზი, რომელიც ამჟამად ერთადერთია ამიერკავკასიაში.