Marani Logo

მარანი საფერავი

მევენახეობის მხარე:
კახეთის მევენახეობის მხარე
კლიმატის ტიპი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
რეგიონალური ღვინო
ყურძნის ჯიში:
საფერავი 100%
ყურძნის მოსავლის წყარო:
კახეთის რეგიონი.
ყურძნის მოსავლიანობა:
9-11 ტონა ჰექტარზე.
ღვინის ტიპი:
წითელი მშრალი.
ღვინის ანალიზი:
ალკ.13,5 % ნარჩენი შაქარი:: <3 გ/ლ; ტიტრული მჟავიანობა: 5-6 გ/ლ.

მოსავლის წლები

2012  |  2010  |  2009  |  2008  |  2007  |  2006  |  2004

ვინიფიკაცია

ყურძენი იკრიფება ხელით, სიმწიფის პიკზე. კლერტის ნაზად გაცლასა და დაწურვას მოსდევს უჟანგავ ფოლადის რეზერვუარებში კონტროლირებად ტემპერატურაზე (23-28°C) მიმდინარე დუღილი, რომლის დროსაც გამოიყენება დელესტაჟისა და რემონტაჟის მეთოდები. 10 დღიანი მაცერაციის შემდეგ, ღვინო სუფთად იხსნება ლექიდან და გადადის სხვა რეზერვუარში მეორადი (ვაშლრძემჟავა) დუღილისათვის. ღვინის შემდგომი დავარგება მიმდინარეობს უჟანგავ ფოლადის ცისტერნებში და ნაწილობრივად ფრანგულ, მომცო კასრებში, რაც ღვინოს მატებს მუხის მსუბუქ ტონალობას და დახვეწილობას.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
მუქი წითელი ფერი.
სუნი:
არომატი ხილიანი გამოხატული მარწყვით, ალუბალით, მაყვალით და ასევე მუქი შოკოლადით.
გემო:
სრული და სხეულიანია, წვნიანი მარწყვით, ალუბლის ჩირის და შავი ქლიავის ტონებით. დაგემოვნება ხანგრძლივი და ხილიანია, ცხარე სანელებით და ხავერდოვნად მქლერტავი ტანინებით.