Marani Logo

მარანი საფერავი

მევენახეობის მხარე:
კახეთის მევენახეობის მხარე
კლიმატის ტიპი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
რეგიონალური ღვინო
ყურძნის ჯიში:
საფერავი 100%
ყურძნის მოსავლის წყარო:
კახეთის რეგიონი.
ყურძნის მოსავლიანობა:
8-10 ტონა ჰექტარზე.
ღვინის ტიპი:
წითელი მშრალი.
ღვინის ანალიზი:
ალკ.13,5 % ნარჩენი შაქარი: <3 გ/ლ; ტიტრული მჟავიანობა: 5-6 გ/ლ.

მოსავლის წლები

2012  |  2010  |  2009  |  2008  |  2007  |  2006  |  2004

ვინიფიკაცია

ყურძენი იკრიფება ხელით, სიმწიფის პიკზე. კლერტის ნაზად გაცლასა და დაწურვას მოსდევს უჟანგავ ფოლადის ცისტერნებში კონტროლირებად ტემპერატურაზე (23-28°C) მიმდინარე დუღილი, რომლის დროსაც გამოიყენება დელესტაჟისა და რემონტაჟის მეთოდები. 10 დღიანი მაცერაციის შემდეგ, ღვინო სუფთად იხსნება ლექიდან და გადადის სხვა რეზერვუარში მეორადი (ვაშლრძემჟავა) დუღილისათვის. ღვინის შემდგომი დავარგება მიმდინარეობს უჟანგავ ფოლადის ცისტერნებში, ხოლო ჩამოსხმის შემდეგ - ბოთლებში, ოპტიმალურ ტემპერატურაზე.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
მუქი ბროწეულისფერი, იისფერი ელფერით.
სუნი:
ჯიშურ არომატში დომინირებს მაყვლის და შავი მოცხარის ტონები.
გემო:
ახალგაზრდული და სრულსხეულიანი, ინტენსიური შავი ხილის არომატით და ინტენსიური დაგემოვნებით.