Marani Logo

სატრაპეზო აისვაინი

მევენახეობის მხარე:
კახეთის მევენახეობის ზონა
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
ექსკლუზიური, ლიმიტირებული
ყურძნის ჯიში:
რქაწითელი 100%
ყურძნის წყარო:
კონდოლის ვენახი, ნაკვეთი რქაწითელი
მოსავლიანობა:
7-8 ტონა ჰა-ზე.
ღვინის ტიპი:
თეთრი ტკბილი ღვინო
დავარგება:
მზადაა ახლაც, ასაკთან ერთად მოიმატებს ხილის მურაბის და ჯემის ტონები.
წარმოებულია:
7 000 -0,375 ლ ბოთლი;
შეფუთვა:
3 ბოთლიანი მუყაოს ყუთი.
ღვინის ანალიზი:
ალკოჰოლი: 10,5 %; ნარჩენი შაქრიანობა 220 გ/ლ

მოსავლის წლები

2016  |  2013  |  2012  |  2011  |  2007

ვინიფიკაცია

კონდოლის ვენახის რქაწითელის ნაკვეთში, ასევე ს. იყალთოში შერჩეულ ძველ ვენახში ყურძენი დაიკრიფა დეკემბრის თვეში, მას შემდეგ, რაც გარემო ტემპერატურა დაიწია -9°C -მდე და ყურძნის მარცვალები მთლიანად გაიყინა ვაზზე. რადგან მარცვალში არსებული წყლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაყინულია, გამოწურული წვენის გამოსავალი ძალიან მცირეა, მაგრამ საოცრად კონცენტრირებულია ყურძნის შაქრით, მჟავებით და არომატული ნივთიერებებით. ადრეული დილით ყურძენი შერჩევით დაიკრიფა მცირე ზომის ყუთებში, მარანში კიდევ ერთხელ გადაირჩა, მოსცილდა ყველა დაზიანებული მარცვალი და ნაზად გამოიწნეხა კალათისებურ წნეხში. დუღილი მიმდინარეობდა ორი თვის განმავლობაში, კონტროლირებად ტემეპერატურაზე 16-18°C, უჟანგავი ფოლადის რეზერვუარში. ამგვარად, პირველად დაიბადა ქართული აისვაინი. ამის შემდგომ ბოთლში ჩამოსხმამდე ღვინო ინახება გაციებულ მგომარეობაში 0°C-მდე. ღვინის ჩამოისხმის შემდგომ ბოთლში დავარგება გაგრძელდა კიდევ 6 თვე.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
ღია ოქროსფერი, ვერცხლისფერი ანარეკლით.
სურნელი:
მწიფე ვაშლატამის, ნესვის, ვაშლის, ანანასის სურნელი შეზავებული ფორთოხლის ქერქის არომატთან.
გემო:
სრულსხეულიანი, სავსე, მწიფე ხილის არომატი აძლიერებს ღვინის ბუნებრივ სიტკბოს, ხოლო ციტრუსოვანი ნარჩენი მჟავიანობა მატებს მას ინტენსივობას და სიხალისეს. დაგემოვნება საოცრად ხანგრძლივი და მრავალფეროვანია სხვადასხვა მურაბების, თაფლის და ტროპიკული ხილის ტონალობით.