Marani Logo

სატრაპეზო აისვაინი

მევენახეობის მხარე:
კახეთის მევენახეობის ზონა
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
ექსკლუზიური, ლიმიტირებული
ყურძნის ჯიში:
რქაწითელი 100%
ყურძნის წყარო:
კონდოლის ვენახი, ნაკვეთი რქაწითელი
მოსავლიანობა:
7-8 ტონა ჰა-ზე.
ღვინის ტიპი:
თეთრი ტკბილი ღვინო
დავარგება:
მზადაა ახლაც, ასაკთან ერთად მოიმატებს ხილის მურაბის და ჯემის ტონები.
წარმოებულია:
8000 -0,375 ლ ბოთლი;
შეფუთვა:
3 ბოთლიანი მუყაოს ყუთი.
ღვინის ანალიზი:
ალკოჰოლი: 10 %; ნარჩენი შაქრიანობა 220 გ/ლ

მოსავლის წლები

2016  |  2013  |  2012  |  2011  |  2007

ვინიფიკაცია

კონდოლის ვენახის რქაწითელის ნაკვეთში, ასევე ს. იყალთო და გულგულაში შერჩეულ ძველ ვენახში ყურძენი დაიკრიფა დეკემბრის თვეში, მას შემდეგ, რაც გარემო ტემპერატურამ დაიწია -8°C -მდე და ყურძნის მარცვალები მთლიანად გაიყინა ვაზზე. რადგან მარცვალში არსებული წყლის მნიშვნელოვანი ნაწილი გაყინულია, გამოწურული წვენის გამოსავალი ძალიან მცირეა, მაგრამ საოცრად კონცენტრირებულია ყურძნის შაქრით, მჟავებით და არომატული ნივთიერებებით. ყურძენი შერჩევით დაიკრიფა სისხამ დილით, მცირე ზომის ყუთებში, მარანში კიდევ ერთხელ გადაირჩა, მოსცილდა ყველა დაზიანებული მარცვალი და ნაზად გამოიწნეხა კალათისებურ წნეხში. დუღილი მიმდინარეობდა კონტროლირებად ტემეპერატურაზე 16-18°C უჟანგავი ფოლადის რეზერვუარში ორი თვის განმავლობაში. ამგვარად, პირველად დაიბადა ქართული აისვაინი. ამის შემდგომ ბოთლში ჩამოსხმამდე ღვინო ინახება გაციებულ მგომარეობაში 0°C-მდე. ღვინის ჩამოისხმის შემდგომ ბოთლში დავარგება გაგრძელდა კიდევ 6 თვე.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
ღვინო ბაჯაღლო ოქროსფერია, კრისტალურად ბრწყინვალე და მოციმციმე ანარეკლით
სურნელი:
შებრაწული მსხლის, და-შაქრული კენკრის, გაზაფხულის თაფლის და ოქროსფერი ქიშმიშის სურნელი.
გემო:
სტრუქტურა ბლანტი და ზეთოვანია მკვეთრად გამოხატული ხილის არომატი და ბუნებრივი სიტკო საუცხოო- დაა გაწონასწორებული ღვინოში გაჯერებულ ფორთოხლის ქერქის ტონებთან, ხოლო საოცრად ცოცხალი დაგემოვნება გამოირჩევა ხანგრძლივი და ციტრუსოვანი დაბოლოებით.