Marani Logo

მარანი კონდოლის ვენახები რქაწითელი

მევენახეობის მხარე:
კახეთის მევენახეობის ზონა
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
ერთი ვენახის ღვინო
ყურძნის ჯიში:
რქაწითელი 100%
ყურძნის წყარო:
100% კონდოლის ვენახი,.
მოსავლიანობა:
6-7 ტონა ჰა-ზე.
ღვინის ტიპი:
თეთრი მშრალი მოსავლის ღვინო
დავარგება:
მზადაა ახლაც, მაგრამ რამოდენიმე წლის დაძველებით გამდიდრდება ვანილის და ჩირის არომატებით.
ღვინის ანალიზი:
ალკოჰოლი: 13 %; ტიტრული მჟავიანობა 5-6 გ/ლ;

მოსავლის წლები

2016  |  2012  |  2011  |  2009  |  2008  |  2007

ვინიფიკაცია

აგვისტოს თვეში, შეთვალების დასაწყისში კონდოლის ვენახის შერჩეულ ნაკვეთში, რქაწითელი-კ.05, ჩატარდა მწვანე რთველი ანუ ვაზიდან მოიკრიფა მკვახე ყურძენი იმ გათვლით, რომ საჰექტრო მოსავლიანობა შემცირებულიყო 7 ტონამდე. ეს რაც თავის მხრივ ზრდის ვაზზე დარჩენილი მტევნის ხარისხს და საგემოვნო თვისებებს. სექტემბრის ბოლოს, ადრიან დილით, ყურძენი შერჩევით მოიკრიფა პატარა ზომის ყუთებში, მარანში კიდევ ერთხელ გადაირჩა, მთლიანი მტევნები მოთავსდა პნევმატურ წნეხში და კლერტის გაუცლელად გამოიწურა. ფერმენტაცია წარიმართა მტევნის მარცვლებზე არსებული ბუნებრივი საფუარის მეშვეობით, 35% ახალ ფრანგულ კასრში, 35% ნახმარ ფრანგულ კასრში, ხოლო 30% უჟანგავი ფოლადის რეზერვუარში. კასრებში ღვინის დაძველება საკუთარ ლექზე გრძელდებოდა 9 თვე. ღვინის საბოლოო კუპაჟი ჩამოყალიბდა 12 თვის შემდეგ. მინიმალური ფილტრაციის შემდგომ ღვინო ჩამოისხა ბოთლებში და კიდევ რამოდენიმე თვე დავარგდა მარანში.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
ბრწყინვალე ოქროსფერი.
სურნელი:
ატმის და გარგარის სურნელი ორგანულად ერწყმის მოხალული თხილის ტონებს.
გემო:
სავსეა, სრულად იმეორებს სურნელის ტონალობას. წინა წლის მოსავლისაგან განსხვავებით ნაკლებად შეიგრძნობა მუხის გავლენა და წინა პლანზეა წამოწეული ხილის არომატები. დაგემოვნება ხანგრძლივი, ნაზი ციტრუსოვანი ტონალობით.