Marani Logo

მარანი ხვანჭკარა

მევენახების მხარე:
რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობის მხარე
ადგილწარმოშობა:
ხვანჭკარის მევენახეობის სპეციფიური ზონა
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
ადგილწარმოშობის ღვინო
ყურძნის ჯიში:
ალექსანდრეული 50%, მუჯურეთული 50%.
ყურძნის წყარო:
100% ხვანჭკარას მევენახეობის სპეციფიური ზონა, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპირო.
მოსავლიანობა:
8 ტონა ჰა-ზე.
ღვინის ტიპი:
წითელი ნახევრად-ტკბილი ადგილწარმოშობის.
ღვინის ანალიზი:
ალკოჰოლი: 11%; ნარჩენი შაქარი 30-45 გ/ლ; ტიტრული მჟავიანობა: 5,5-6,5გ/ლ.

მოსავლის წლები

2014  |  2013  |  2012  |  2010  |  2009  |  2007  |  2005

ვინიფიკაცია

ოქტომბრის დასასრულსა და ნოემბრის დასაწყისში სიმწიფის პიკზე მყოფი ყურძენი იკრიფება ხელით. კლერტის ფრთხილად გაცლასა და დაწურვას მოსდევს დუღილი უჟანგავ ფოლადის რეზერვუარებში კონტროლირებად ტემპერატურაზე (23-28°C). ფერმენტაცია მიმდინარეობს კულტურული საფუარით, დელისტაჟისა და რემონტაჟის მეთოდების გამოყენებით. 5-7 დღიანი მაცერაციის შემდეგ, როდესაც მიღწევა ნარჩენი შაქრის სასურველი დონე, დუღილი ჩერდება გაციებით და შემდგომი ფილტრაციით, რათაც ვინარჩუნებთ ღვინის ყურძნისეულ არომატებს, ბუნებრივ სიტკბოს და სიხალისეს. ამის შემდგომ ბოთლში ჩამოსხმამდე ღვინო ინახება იზოთერმულ რეზერვუარებში ცივად -2+2°C ტემპერატურის დიაპაზონში.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
ღია შინდისფერი.
სუნი:
მკვეთრად გამოხატულ ჯიშურ არომატში დომინირებს ჟოლოს და მუშის ტონები
გემო:
ბუნებრივი არომატის, სიტკობს და მჟავიანობის საოცარი შეხამება ღვინოს აძლევს სიხალისეს, რბილ და კონცენტრირებულ გემოს.