Marani Logo

მარანი წინანდალი

წარმოშობა:
კახეთის მევენახეობის მხარე.
ადგილწარმოშობა:
წინანდლის მევენახეობის სპეციფიური ზონა
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
ადგილწარმოშობის ღვინო
ყურძნის ჯიში:
რქაწითელი 80%, მწვანე 20%
მოსავლის წყარო:
100% კომპანიის კუთვნილი ვენახები
მოსავლიანობა:
8 ტონა ჰა-ზე.
ღვინის ტიპი:
თეთრი მშრალი ადგილწარმოშობის ღვინო.
ღვინის ანალიზი:
ალკოჰოლი: 13,0%; ნარჩენი შაქარი:<3 გ/ლ; ტიტრული მჟავიანობა: 5-6გ/ლ.

მოსავლის წლები

2017  |  2012  |  2011  |  2010  |  2009  |  2008  |  2007  |  2004

ვინიფიკაცია

სექტემბრის ბოლო დეკადაში, სიმწიფის პიკზე ყოფნისას ყურძენი იკრიფება ხელით. კლერტის გაცლის შემდგომ ყურძენი ცივდება 4-6°C-მდე, 8 საათის განმავლობაში ჩერდება კანთან ერთად და შემდეგ ნაზად იწურება პნევმატურ წნეხში. მოგვიანებით დაწმენდილი თვითნადენი წვენის დუღილი მიმდინარეობს უჟანგავ ფოლადის ცისტერნებში მკაცრად განსაზღვრულ ტემპერატურაზე(15-18°C). დუღილის დასრულებისას ღვინო იხსნება სუფთად და გადადის სხვა ცისტერნაში შემდგომი დავარგებისთვის. ღვინის 30% ძველდება ფრანგულ მუხის კასრებში. მოსავლის წლის მომდევნო სექტემბერს ღვინო მზადაა ჩამოსასხმელად.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
ცქრიალა მოყვითალო ფერი.
სურნელი:
ლიმონის და გრეიფრუტის სურნელი მშვენივრად მიესადგება გახუხული პურის ტონებს.
გემო:
სრულსხეულიანი, ელეგანტური და კომპლექსური, დასწყისში გვხიბლავს ტროპიკული ხილის და ბანანის აროამატით, რომელიც კარგადაა გაწონასწორებული ციტრუსოვანი დაგენოვნებით და გამომწვარი მუხის ტონალობით.