Marani Logo

მარანი რქაწითელი-შარდონე

მევენახეობის მხარე:
კახეთის მევენახეობის მხარე
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
რეგიონალური ღვინო
ყურძნის ჯიში:
რქაწითელი 70%: შარდონე 30%
ყურძნის მოსავლის წყარო:
100% კონდოლის ვენახები
ყურძნის მოსავლიანობა:
9-11 ტონა ჰექტარზე.
ღვინის ტიპი:
თეთრი მშრალი
ღვინის ანალიზი:
ალკოჰოლი 13 %; ნარჩენი შაქარი:< 3გ/ლ; ტიტრული მჯავიანობა: 5-6 გ/ლ.
 

მოსავლის წლები

2012  |  2011  |  2010  |  2009

ვინიფიკაცია

ორივე ჯიშის ყურძენი ცალკ-ცალკე იკრიფება ხელით კონდოლის ვენახებში. ყურძენი ცივდება 4-6°C -მდე და ნაზად იწურება პნევმატურ წნეხში. მოგვიანებით, დაწმენდილი წვენი იწყებს დუღილს მკაცრად კონტროლირებად ტემპერატურაზე (15-18°C). დუღილის დასრულების შემდგომ ორივე ღვინო განცალკევებით ძველდება 3-4 თვის მანძილზე და მხოლოდ ამის შემდეგ საბოლოოდ შეერევა ერთმანეთს.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
მოყვითალო ჩალისფერი, კრისტალური ბზინვარებით.
სუნი:
მსხალი, გარგარი, ნაზი მწიფე ნექტარინი, ტროპიკული ხილი არომატები შეზავებული ბალახის და სატაცურის ტონალობასთან.
გემო:
გემო ცოცხალი, რბილი და გაწონასწორებული, სრულად იმეორებს არომატის დანაპირებს. დაბოლოება დელიკატურია, ლიმნის ღვეზელის, მოხალული ნუშის და მენთოლის არომატით.