Marani Logo

მარანი საფერავი კაბერნე

მევენახეობის მხარე:
კახეთის მევენახეობის მხარე
კლიმატის ტიპი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
რეგიონალური ღვინო
ყურძნის ჯიში:
საფერავი 50%; კაბერნე სოვინიონი 50%
ყურძნის მოსავლის წყარო:
კახეთის რეგიონი.
ყურძნის მოსავლიანობა:
8-10 ტონა ჰექტარზე.
ღვინის ტიპი:
წითელი მშრალი.
ღვინის ანალიზი:
ალკ.13 % ნარჩენი შაქარი: <3 გ/ლ; ტიტრული მჟავიანობა: 5-6 გ/ლ.

მოსავლის წლები

2010  |  2009  |  2008

ვინიფიკაცია

სიმწიფის პიკზე ყურძენი იკრიფება ხელით. კლერტის ნაზად გაცლასა და დაწურვას მოსდევს უჟანგავ ფოლადის ცისტერნებში კონტროლირებად ტემპერატურაზე(23-28°C) მიმდინარე დუღილი, რომლის დროსაც გამოიყენება დელესტაჟისა და რემონტაჟის მეთოდები. 8-10 დღიანი მაცერაციის შემდეგ, ღვინო სუფთად იხსნება ლექიდან და გადადის სხვა რეზერვუარში მეორადი (ვაშლრძემჟავა) დუღილისათვის. ღვინის 90% ძველდება უჟანგავ ფოლადის ცისტერნებში, ხოლო 10% ფრანგულ კასრებში 4 თვის მანძილზე. საბოლოო კუპაჟირება ხდება 5 თვის თავზე.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
მუქი წითელი ფერის.
სუნი:
ბუკეტი წარმოდგენილია ორივე ჯიშისათვის დამახასიათებელი ხილისა და სანელებლების არომატებით. ალუბლისა და შავი მოცხარის სურნელი შეზავებულია ბალახების, მენთოლისა და ვანილის ტონებთან.
გემო:
გემო მეტად ინტენსიურია, წითელი ხილის მურაბების, ჟოლოს, მუხის ტონალობით და ხავერდოვანი დაგემოვნებით.