Marani Logo

მარანი ქინძმარაული ბიო

მევენახეობის მხარე:
კახეთის მევენახეობის მხარე
ადგილწარმოშობა:
ქინძმარაულის მევენახეობის სპეციფიკური ზონა
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
ადგილწარმოშობის ღვინო
ყურძნის ჯიში:
საფერავი 100%
ყურძნის წყარო:
კუდიგორას ვენახი, ქინძმარაულის მსზ
მოსავლიანობა:
8 ტონა ჰექტარზე
ღვინის ტიპი:
წითელი ნახევრად ტკბილი
ღვინის ანალიზი:
ალკ. 11,5%; ნარჩენი შაქარი 35-45 გ/ლ; ტიტრული მჟავიანობა 5-7გ/ლ

მოსავლის წლები

2012

ვინიფიკაცია

კუდიგორას ვენახების ბიო-სექტორის დამუშავება და მოვლა წარმოებს ორგანული მევენახეობის წესების და პრინციპების სრული დაცვით. აქ მომწიფებული ყურძენი იკრიფება ხელით მცირე ზომის ყუთებში, სიმწიფის პიკზე. კლერტის ნაზად გაცლასა და დაწურვას მოსდევს უჟანგავი ფოლადის რეზერვუარებში კონტროლირებად ტემპერატურაზე (23-28°C) მიმდინარე დუღილი დელესტაჟისა და რემონტაჟის მეთოდების გამოყენებით. 5-7 დღიანი მაცერაციის შემდეგ, როდესაც მიიღწევა ნარჩენი შაქრის სასურველი დონე, დუღილი ჩერდება გაციებით და შემდგომი ფილტრაციით, რითაც ვინარჩუნებთ ღვინის ყურძნისეულ არომატებს, ბუნებრივ სიტკბოსა და სიხალისეს. ამის შემდგომ, ბოთლში ჩამოსხმამდე, ღვინო ინახება იზოთერმულ რეზერვუარებში ცივად 0°C ტემპერატურის დიაპაზონში.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
მუქი შინდისფერი, მელნისფერი ანარეკლით
სუნი:
გასრესილი მაყვლისა და ველური ჟოლოს სურნელი
გემო:
ექსპრესიული და ხილიანი, პირველადი დაგემოვნებისას დომინირებს მაყვლისა და ალუბლის მურაბის ტონები. დაბოლოვება გვთავაზობს ბუნებრივი სიტკბოს, მსუბუქი სიმწკლარტისა და სასიამოვნო მჟავიანობის შესანიშნავ ბალანსს