Marani Logo

სატრაპეზო გვიანი

მევენახეობის მხარე:
კახეთის მევენახეობის ზონა
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
ექსკლუზიური, ლიმიტირებული
ყურძნის ჯიში:
რქაწითელი 100%
ყურძნის წყარო:
კონდოლის ვენახი, ნაკვეთი რქაწითელი 04
მოსავლიანობა:
4-5 ტონა ჰა-ზე.
ღვინის ტიპი:
თეთრი ტკბილი(კეთილშობილი ობი)ღვინო
დავარგება:
მზადაა ახლაც, ასაკთან ერთად მოიმატებს თაფლის და მურაბის ტონები.
წარმოებულია:
6 000 -0,375 ლ ბოთლი;
შეფუთვა:
3 ბოთლიანი მუყაოს ყუთი.
ღვინის ანალიზი:
ალკოჰოლი: 12,5 %; ნარჩენი შაქრიანობა 100გ/ლ

მოსავლის წლები

2011  |  2009  |  2007

ვინიფიკაცია

კონდოლის ვენახის შერჩეული ნაკვეთში, რქაწითელი-04, რომელიც მდებარეობს მდინარე ალაზანის უშუალო სიახლოვეს, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დილის ნამის და შუადღის მზის ზემოქმედებით, ყურძნის მტევანზე ვითარდება სპეციფიური სოკო, ეგრეთ წოდებული “კეთილშობილი ობი”, რომელიც თავის ზემოქმედებით იწვევს მწიფე მარცვლის გამოშრობას და განსაკუთრებული არომატებით გამდიდრებას. ასეთი ყურძენი ნოემბრის თვის ბოლოს შერჩევით დაიკრიფა მცირე ზომის ყუთებში, მარანში კიდევ ერთხელ გადაირჩა და ნაზად გამოიწნეხა კალათისებურ წნეხში. დუღილი და დაძველება მიმდინარეობდა ფრანგული მუხის კასრებში 9 თვის განმავლობაში. ამგვარად, პირველად დაიბადა გვიანი მოსავლის ქართული ღვინო. ღვინის ჩამოისხმის შემდგომ ბოთლში დავარგება გაგრძელდა კიდევ 6 თვე.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
მუქი ოქროსფერი.
სურნელი:
ატმის, მწიფე მსხლის ანანასის, ქლიავის ჩირის და თაფლის სურნელი შეზავებული მუხაში დაძველებით შეძენილ არომატებთან.
გემო:
სრულსხეულიანი, გემოში დომინირებს ატმის და კომშის მურაბის და სხვადსახვა ხილის ჩირის არომატები, რომელნიც საუცხოოდაა შეხამებული ღვინის ნატურალურ მჟავიანობასთან. დაგემოვნება ხანგრძლივია და ცოცხალია, ვანილის, მუხის და იმავდროულად ციტრუსოვანი ელფერით.