Marani Logo

სატრაპეზო გვიანი

მევენახეობის მხარე:
კახეთის მევენახეობის ზონა
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
ექსკლუზიური, ლიმიტირებული
ყურძნის ჯიში:
რქაწითელი 100%
ყურძნის წყარო:
კონდოლის ვენახი, ნაკვეთი რქაწითელი 04
მოსავლიანობა:
4-5 ტონა ჰა-ზე.
ღვინის ტიპი:
თეთრი ტკბილი(კეთილშობილი ობი)ღვინო
დავარგება:
მზადაა ახლაც, ასაკთან ერთად მოიმატებს თაფლის და მურაბის ტონები.
წარმოებულია:
10 000 -0,375 ლ ბოთლი;
შეფუთვა:
3 ან 1 ბოთლიანი მუყაოს ყუთი.
ღვინის ანალიზი:
ალკოჰოლი: 12,5 %; ნარჩენი შაქრიანობა 100გ/ლ

მოსავლის წლები

2011  |  2009  |  2007

ვინიფიკაცია

ოქტომბრის შუა რიცხვებიდან დილის ნამის და შუადღის მზის ზემოქმედებით კონდოლის ვენახის შერჩეული ნაკვეთში, რქაწითელი-04, რომელიც მდებარეობს მდინარე ალაზანის უშუალო სიახლოვეს, ყურძნის მტევანზე ვითარდება სპეციფიური სოკო, ეგრეთ წოდებული “კეთილშობილი ობი”. თავის ზემოქმედებით იგი იწვევს მწიფე მარცვლის გამოშრობას და განსაკუთრებული არომატებით გამდიდრებას. ასეთი ყურძენი ნოემბრის ბოლოს შერჩევით დაიკრიფა მცირე ზომის ყუთებში, მარანში კიდევ ერთხელ გადაირჩა და ნაზად გამოიწნეხა კალათისებურ წნეხში. დუღილი მიმდინარეობდა 2 თვე ხოლო შემდგომი ბოთლში დავარგება კიდევ 6 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
ელვარე ოქროსფერი.
სურნელი:
ღვინო გამოირჩევა მწიფე ანანასის, ატმის და ვაშლის მურაბის მკვეთრად გამოხატული სურნელით.
გემო:
გემო სრულად იმეორებს სურნელის პროფილს, სასიამოვნო მწიფე ხილის და მურაბის არომატი სრულადაა გაწონასწორებული ციტრუსოვანი სიმჟავით და გრძელდება ჰარმონიულ და ტკბილ საბოლოო დაგემოვნებაში.