Marani Logo

სატრაპეზო საფერავი

მევენახეობის მხარე:
კახეთის მევენახეობის ზონა
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
ექსკლუზიური, ლიმიტირებული
ყურძნის ჯიში:
საფერავი 100%
ყურძნის წყარო:
კონდოლის ვენახი, ნაკვეთი საფერავი ს.01
მოსავლიანობა:
4-5 ტონა ჰა-ზე.
ღვინის ტიპი:
წითელი მშრალი მოსავლის ღვინო
დავარგება:
მზადაა ახლაც, მაგრამ გაუმჯობედსდება ათწლეულების განმავლობაში.
წარმოებულია:
6 000 -0,75ლ ბოთლი; 300 -1,5 ლ მაგნუმ ბოთლი.
ღვინის ანალიზი:
ალკოჰოლი: 13,5 %;

მოსავლის წლები

2016  |  2012  |  2011  |  2010  |  2009  |  2008  |  2007  |  2006  |  2004

ვინიფიკაცია

კონდოლის ვენახის შერჩეული ნაკვეთში, საფერავი - ს.01, აგვისტოს თვეში, შეთვალების დასწყისში ტარდება მწვანე რთველი ანუ ვაზიდან იკრიფება მკვახე ყურძენი იმ გათვლით რომ საჰექტრო მოსავლიანობა შემცირდეს 4-5 ტონამდე, რაც თავის მხრივ ზრდის ვაზზე დარჩენილი მტევნის ხარისხს და საგემოვნო თვისებებს. სექტემბრის ბოლოს, ადრიან დილით, ყურძენი შერჩევით მოიკრიფა პატარა ზომის ყუთებში, მარანში კიდევ ერთხელ გადაირჩა და კლერტის გაცლის შემდეგ ჩაიწურა ტრადიციულ 1000-3500ლ მოცულობის თიხის ქვევრებში. ფერმენტაცია წარიმართა ბუნებრივი საფუარით, წითელი ღვინისათვის საკმაოდ დაბალ ტემპერატურაზე 26°C-მდე. 1 თვემდე ხანგრძლივობის დუღილის განმავლობაში ყველა პროცედურა ტარდებოდა ხელით, რათიც მინიმუმამდე იქნა დაყვანილი მექანიკური ზემოქმედება მარცვალზე, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფდა ტანინების და ფერის ნაზ ექსტრაქციას. დუღილის დამთავრების შემდგომ ღვინო გადავიდა მუხის 225ლ ახალ კასრებში ვაშლ-რძემჟავა დუღილის და შემდგომი 24 თვიანი დაძველებისათვის. ღვინო ჩამოისხა გაუფილტრავად და შემდგომი ბოთლში დავარგება გაგრძელდა კიდევ 6 თვე.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
ღრმა წითელი, აგურსფერი ზოლით ჭიქის კიდის გასწვრივ.
სურნელი:
გამოხატულია ტყის კენკროვანი ხილის კონცენტრირებული არომატი, შეზავებული მუხის და ვანილის მსუბუქი ტონალობით.
გემო:
პირველი შეგრძნება საოცრად სავსეა შავი ხილის არომატით და აბრეშუმისებრი ტანინებით, რომელიც გადადის შავი მოცხარის ცოცხალ და მოტკბო ტონალობაში და თავის მხრივ ორგანულადა ერწყმის მუხის და ყურძნის ხავერდოვან ტანინებს.