Marani Logo

სატრაპეზო საფერავი

მევენახეობის მხარე:
კახეთის მევენახეობის ზონა
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
ექსკლუზიური, ლიმიტიზებული
ყურძნის ჯიში:
საფერავი 100%
ყურძნის წყარო:
კონდოლის ვენახი, ნაკვეთი საფერავი ს.01
მოსავლიანობა:
4-5 ტონა ჰა-ზე.
ღვინის ტიპი:
წითელი მშრალი მოსავლის ღვინო
დავარგება:
მზადაა ახლაც, მაგრამ გაუმჯობედსდება ათწლეულების განმავლობაში.
წარმოებულია:
6 000 -0,75ლ ბოთლი; 300 -1,5 ლ მაგნუმ ბოთლი.
ღვინის ანალიზი:
ალკოჰოლი: 13,5 %;

მოსავლის წლები

2016  |  2012  |  2011  |  2010  |  2009  |  2008  |  2007  |  2006  |  2004

ვინიფიკაცია

კონდოლის ვენახის შერჩეული ნაკვეთში, საფერავი - ს.01, აგვისტოს თვეში, შეთვალების დასაწყისში ტარდება მწვანე რთველი, ანუ ვაზიდან იკრიფება მკვახე ყურძენი იმ გათვლით, რომ საჰექტრო მოსავლიანობა შემცირდეს 4-5 ტონამდე, რაც თავის მხრივ ზრდის ვაზზე დარჩენილი მტევნის ხარისხს და საგემოვნო თვისებებს. სექტემბრის ბოლოს, ადრიან დილით, ყურძენი შერჩევით მოიკრიფა პატარა ზომის ყუთებში, მარანში კიდევ ერთხელ გადაირჩა და კლერტის გაცლის შემდეგ ჩაიწურა ტრადიციულ 1000-3500ლ მოცულობის თიხის ქვევრებში. ფერმენტაცია წარიმართა ბუნებრივი საფუარით, წითელი ღვინისათვის საკმაოდ დაბალ ტემპერატურაზე 26°C-მდე. თვემდე ხანგრძლივობის დუღილის განმავლობაში ყველა პროცედურა ტარდებოდა ხელით. ამგვარად, მინიმუმამდე იქნა დაყვანილი მექანიკური ზემოქმედება მარცვალზე, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფდა ტანინების და ფერის ნაზ ექსტრაქციას. დუღილის დამთავრების შემდგომ, ღვინო რჩება ქვევრში კიდევ 5 თვემდე. თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში ღვინო გადადის მუხის კასრებში სადაც აგრძელებს შემდგომ დავარგებას. ღვინო ბოთლებში ჩამოისხა გაუფილტრავად.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
ღრმა შინდისფერი.
სურნელი:
გამოხატულია მაყვლის, შავქლიავას და მუხის ვანილის სურნელი, მსუბუქად გამოხატული თამბაქოს ტონებით.
გემო:
გემო სრული და რბილია, ასევე მკვეთრია ტკბილი შავი ხილის და ჩირების არომატი და კარგად მომწიფებული ყურძნისეული და მუხის ტანინების კომპლექსი. საბოლოო დაგემოვბნება ხანგრძლივია, გამაგრებული მტკიცე ტანინებით, რაც მიუთითებს ამ მოსავლის ღვინის დაძველების დიდი პოტენციალზე და ხანგრძლივ სიცოცხლისუნარიანობაზე.