Marani Logo

მარანი ვაზისუბანი

წარმოშობა:
კახეთის მევენახეობის მხარე.
ადგილწარმოშობა:
ვაზისუბანის მევენახეობის სპეციფიური ზონა
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
ადგილწარმოშობის ღვინო
ყურძნის ჯიში:
რქაწითელი 80%, მწვანე 20%
მოსავლის წყარო:
100% ვაზისუბანის მევენახეობის სპეციფიური ზონა კომპანიის კუთვნილი ვენახები
მოსავლიანობა:
8 ტონა ჰა-ზე.
ღვინის ტიპი:
თეთრი მშრალი ადგილწარმოშობის ღვინო.
ღვინის ანალიზი:
ალკოჰოლი: 13,5%; ნარჩენი შაქარი:<4 გ/ლ; ტიტრული მჟავიანობა: 5-6გ/ლ.
 

მოსავლის წლები

2004

ვინიფიკაცია

ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში სიმწიფის პიკზე მყოფი ყურძენი იკრიფება ხელით. კლერტის გაცლის შემდგომ ყურძენი ცივდება 4-6°C-მდე, 8 საათის განმავლობაში ჩერდება კანთან ერთად და შემდეგ ნაზად იწურება პნევმატურ წნეხში. მოგვიანებით ხდება დაწმენდილი თვითნადენი წვენის დუღილი უჟანგავ ფოლადის ცისტერნებში მკაცრად განსაზღვრულ ტემპერატურა-ზე(15°C). დუღილის დასრულებისას ღვინო იხსნება სუფთად და გადადის სხვა ცისტერნაში შემდგომი დავარგებისთვის. ღვინის 30-40% 4 თვის განმავლობაში ძველდება ფრანგულ მუხის კასრებში. მოსავლის წლის მომდევნო სექტემბერს ღვინო მზადაა ჩამოსასხმელად.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
მოყვითალო ჩალისფერი.
სურნელი:
დომინირებს ხილის არომატი, უპირატესად ვაშლის და ნესვის ტონებით.
გემო:
დახვეწილი და სრულ სხეულიანი, მსუბუქი მუხის ელფერით, რომელიც ხანგრძლივად ტოვებს სუფთა და ციტრუსოვან გემოს.