Marani Logo

მარანი კონდოლის ვენახები მწვანე-ქისი

მევენახეობის მხარე:
კახეთის მევენახეობის ზონა
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
ერთი ვენახის ღვინო
ყურძნის ჯიში:
მწვანე 50% ქისი 50%.
ყურძნის წყარო:
100% კონდოლის ვენახი მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო.
მოსავლიანობა:
6-7 ტონა ჰა-ზე.
ღვინის ტიპი:
თეთრი მშრალი მოსავლის ღვინო
დავარგება:
მზადაა ახლაც, მაგრამ რამოდენიმე წლის დაძველებით არომატის ტონალობა გაიზრდება თაფლის და მშრალი ხილის მიმართულებით.
ღვინის ანალიზი:
ალკოჰოლი: 13,5%; ტიტრული მჟავიანობა 6 გ/ლ;
 

მოსავლის წლები

2021  |  2018  |  2013  |  2012  |  2011  |  2010  |  2008

ვინიფიკაცია

აგვისტოს თვეში, შეთვალების დასაწყისში კონდოლის ვენახის შერჩეულ ნაკვეთებში, მწვანე-კ.05 და ქისი-კ.05, ჩატარდა მწვანე რთველი ანუ ვაზიდან მოიკრიფა მკვახე ყურძენი იმ გათვლით, რომ საჰექტრო მოსავლიანობა შემცირებულიყო 6-7 ტონამდე. ეს თავის მხრივ ზრდის ვაზზე დარჩენილი მტევნის ხარისხს და საგემოვნო თვისებებს. სექტემბრის ბოლოს ყურძენი შერჩევით მოიკრიფა პატარა ზომის ყუთებში, მარანში კიდევ ერთხელ გადაირჩა, გაცივდა +4°C–მდე და შემდეგ გამოიწნეხა პნევმატურ წნეხში. დუღილი წარიმართა მტევნის მარცვლებზე არსებული ბუნებრივი საფუარის მეშვეობით 13-14°C-ზე, რათა მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა ყურძნის ბუნებრივი სურნელი და არომატი. დადუღების შემდგომ 5 თვის განმავლობაში ღვინო ძველდება საკუთარ ლექზე და სისტემატური დარევით უმჯობესდება მისი სტრუქტურა. მინიმალური ფილტრაციის შემდგომ ღვინო ჩამოისხა და კიდევ რამოდენიმე თვე ძველდებოდა მარანში.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
ღია ოქროსფერი მწვანე ელფერით.
სურნელი:
მწვანეს მცენარეული და გაზაფხულის ყვავილების, ხოლო ქისის ტროპიკული ხილის, და მწიფე ქლიავის სურნელი ორგანულადაა შერწყმულ-შეზავებული ერთმანეთთან.
გემო:
ქორფა და გამომწვევია, იმავდროულად საკმარისად მინერალური, სხეულიანი და გაწონასწორებული დახვეწილის არომატებით. საბოლოო დაგემოვნება განსაკუთრებით ხანგრძლივია ფორთოხლის და ანანასის წვენის და ლაიმის ტონალობით.