Marani Logo

მარანი მწვანე

მევენახეობის მხარე:
კახეთის მევენახეობის მხარე
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
რეგიონალური ღვინო
ყურძნის ჯიში:
მწვანე 100%:
ყურძნის წყარო:
100 % კონდოლის ვენახები
ყურძნის მოსავლიანობა:
9-11 ტონა ჰექტარზე.
ღვინის ტიპი:
თეთრი მშრალი
ღვინის ანალიზი:
ალკოჰოლი 13,5%; ტიტრული მჟავიანობა: 6გ/ლ
 

მოსავლის წლები

2012  |  2011  |  2010  |  2009  |  2008  |  2006  |  2005

ვინიფიკაცია

სექტემბრის პირველ დეკადაში, ჩვენს კონდოლის ვენახებში მწვანეს ჯიშის ყურძენი ყურძენი ხელით დაიკრიფა. კლერტის გაცლის შემდგომ ყურძენი გაცივდა 4-6°C-მდე, 8 საათის განმავლობაში დაყოვნდა ცივად პნევმატურ წნეხში და შემდეგ ნაზად გამოიწურა. 24-დან 48 საათის განმავლობაში ყურძნის წვენი ბუნებრივად იწმინდებოდა 8-10°C ტემპერატურაზე და შემდგომ გადავიდა უჟანგავი ფოლადის სადუღარ რეზერვუარში. დუღილი წარიმართა 14-15°C დაახლოებით 1 თვის მანძილზე ყურძნის შაქრის საბოლოოდ დაშლამდე. დუღილის დასრულების შემდგომ ღვინო გადადის სხვა რეზერვუარში დასვარგებლად. 2010 წლის მოსავლის პირველი პარტია ჩამოისხა 2011 წლის მარტის თვეში.

ორგანოლეპტიკა

ფერი ღია ჩალისფერი.
სუნი:
უაღრესად მარავალფეროვანია, ხალასი, გასრესილი ფოთლის, მარაკუიას, გრეიფრუტის კომპლექსური არომატით.
გემო:
გემო ცოცხალი, ხალისიანი მწვანე ლიმონის მჟავიანობით. შუა დაგემოვნება სუფთა და სავსეა სავსე სრულად იმეორებს სურნელის დანაპირებს. დაბოლოება ხილიანია, მტკიცე და ხანგრძლივი დაგემოვნებით.