Marani Logo

მარანი კონდოლის ვენახები საფერავი-მერლო

მევენახეობის მხარე:
კახეთის მევენახეობის ზონა
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
ერთი ვენახის ღვინო
ყურძნის ჯიში:
საფერავი 50%, მერლო 50%.
ყურძნის წყარო:
100% კონდოლის ვენახი, მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო.
მოსავლიანობა:
6-7 ტონა ჰა-ზე.
ღვინის ტიპი:
წითელი მშრალი მოსავლის ღვინო
დავარგება:
მზადაა ახლაც, მაგრამ გაუმჯობედსდება 6-8 წლის დავარგებით.
ღვინის ანალიზი:
ალკოჰოლი: 13,5 %; ტიტრული მჟავიანობა 4,5-5,5 გ/ლ;

მოსავლის წლები

2016  |  2011  |  2010  |  2009  |  2007

ვინიფიკაცია

აგვისტოს თვეში, შეთვალების დასწყისში კონდოლის ვენახის შერჩეულ ნაკვეთებში, საფერავი - კ. 2001 და მერლო კ.348, ჩატარდა მწვანე რთველი, ანუ ვაზიდან დაიკრიფა მკვახე ყურძენი იმ გათვლით, რომ საჰექტრო მოსავლიანობა შემცირებულიყო 7 ტონამდე. ეს თავის მხრივ ზრდის ვაზზე დარჩენილი მტევნის ხარისხს და საგემოვნო თვისებებს. სექტემბრის ბოლოს, ადრიან დილით, ყურძენი შერჩევით მოიკრიფა პატარა ზომის ყუთებში, მარანში კიდევ ერთხელ გადაირჩა და კლერტის გაცლის შემდეგ ჩაიწურა ღია 225 ლ მოცულობის კასრებში. მთელი ფერმენტაციის განმავლობაში ყველა პროცედურა ტარდებოდა ხელით, რითაც მინიმუმამდე იქნა დაყვანილი მექანიკური ზემოქმედება მარცვალზე, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფდა ტანინების და ფერის ნაზ ექსტრაქციას. 20 დღიანი მაცერაციის შემდგომ, ღვინო გადავიდა დახურულ ხის კასრებში ვაშლ-რძემჟავა დუღილის და შემდგომი 12 თვიანი დაძველებისათვის. ღვინის საბოლოო შერევა(კუპაჟი) ჩატარდა 6 თვიანი დაძველების თავზე. მსუბუქი ფილტრაციის და ჩამოსხმის შემდგომ, ბოთლში დავარგება გაგრძელდა კიდევ 6 თვე.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
მუქი ბორდოსფერი.
სურნელი:
მკვეთრად გამოხატული ალუბალის, მარწყვის, მაყვლის და მოცხარის სურნელი შეზავებულია სხვადასხვა სანელების და ევკალიპტის მსუბუქ ტონალობასთან.
გემო:
გემო სავსეა და ხავერდოვანი, სრულად იმეორებს სურნელის პროფილს. მშვენივრადაა დაბალანსებული ხილის არომატების, მწიფე ტანინების და მუხის კასრებში დაძველებით მიღებულ ტონების კომპლექსით. დაგემოვნება ხანგრძლივია აბრეშუმისებური ტანინებით და სასიამოვნო მჟავიანობით. .