Marani Logo

სატრაპეზო 10 ქვევრი

მევენახეობის მხარე:
კახეთის მევენახეობის ზონა
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
ექსკლუზიური, ლიმიტირებული
ყურძნის ჯიში:
რქაწითელი 100%
ყურძნის წყარო:
კონდოლის ვენახი, ნაკვეთი რქაწითელი ს.04
მოსავლიანობა:
4-5 ტონა ჰა-ზე.
ღვინის ტიპი:
თეთრი მშრალი მოსავლის ღვინო
დავარგება:
მზადაა ახლაც, მაგრამ გაუმჯობედსდება 5-7 წლის განმავლობაში.
წარმოებულია:
6 000 -0,75 ლ ბოთლი; 202 -1,5 ლ მაგნუმ ბოთლი.
შეფუთვა:
6 ბოთლიანი მუყაოს ყუთი, ინდივიდუალური ყუთი ღირს დამატებითი თანხა.
ღვინის ანალიზი:
ალკოჰოლი: 13 %;

მოსავლის წლები

2016  |  2012  |  2011  |  2010  |  2009  |  2008  |  2007

ვინიფიკაცია

აგვისტოს თვეში, კონდოლის ვენახის შერჩეული ნაკვეთში, რქაწითელი-ს.04, ყურძნის შეთვალების დასაწყისში ტარდება მწვანე რთველი. ვაზიდან იკრიფება მკვახე ყურძენი იმ გათვლით, რომ საჰექტრო მოსავლიანობა შემცირდეს 4-5 ტონამდე, რაც თავის მხრივ ზრდის ვაზზე დარჩენილი მტევნის ხარისხს და გემოვნურ თვისებებს. სექტემბრის ბოლოს, ადრიან დილით, ყურძენი შერჩევით მოიკრიფა პატარა ზომის ყუთებში, მარანში კიდევ ერთხელ გადაირჩა და კლერტის გაცლის შემდეგ ჩაიწურა ტრადიციულ 1000-3500ლ მოცულობის თიხის 10 ქვევრში. ფერმენტაცია წარიმართა ბუნებრივი საფუარით, თეთრი ღვინისათვის ოდნავ მაღალ ტემპერატურაზე 18-22°C-მდე. 1 თვემდე ხანგრძლივობის დუღილის განმავლობაში ყველა პროცედურა ტარდებოდა ხელით. ამგვარად, მინიმუმამდე იქნა დაყვანილი მექანიკური ზემოქმედება მარცვალზე, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფდა მარცვლის კანიდან ექსტრაგირებული არომატების ნაზ ინტეგრაციას. დუღილის დამთავრების შემდგომ ღვინო გადავიდა მუხის 225ლ ახალ კასრებში შემდგომი 10 თვიანი დაძველებისათვის. ღვინის ჩამოისხმის შემდგომ ბოთლში დავარგება გაგრძელდა კიდევ 6 თვე.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
ელვარე ოქროსფერი.
სურნელი:
გარგარის ჩირის, მწიფე კომშის, ლიმნის კანის და დარიჩინის ნაზავს, თეთრი პილპილის და შაფრანის არომატით.
გემო:
გემო სრული და რბილია ყვითელი ქლიავის მურაბის, შემწვარი მსხლის და კარაქის ორცხობილის ტონალობებით. დაგემოვნება მინერალური და ხანგრძლივია თანმდევი მუხის მსუბუქი ტონით.