Marani Logo

მარანი ხვანჭკარა

მევენახების მხარე:
რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობის მხარე
ადგილწარმოშობა:
ხვანჭკარის მევენახეობის სპეციფიური ზონა
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
ადგილწარმოშობის ღვინო
ყურძნის ჯიში:
ალექსანდრეული 50%, მუჯურეთული 50%.
ყურძნის წყარო:
100% ხვანჭკარას მევენახეობის სპეციფიური ზონა, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპირო.
მოსავლიანობა:
8 ტონა ჰა-ზე.
ღვინის ტიპი:
წითელი ნახევრად-ტკბილი ადგილწარმოშობის.
ღვინის ანალიზი:
ალკოჰოლი: 11%; ნარჩენი შაქარი 30-45 გ/ლ; ტიტრული მჟავიანობა: 5,5-6,5გ/ლ.

მოსავლის წლები

2018  |  2014  |  2013  |  2012  |  2010  |  2009  |  2007  |  2005

ვინიფიკაცია

ოქტომბრის დასასრულსა და ნოემბრის დასაწყისში სიმწიფის პიკზე მყოფი ყურძენი იკრიფება ხელით. კლერტის ფრთხილად გაცლასა და დაწურვას მოსდევს დუღილი უჟანგავ ფოლადის რეზერვუარებში კონტროლირებად ტემპერატურაზე (23-28°C). ფერმენტაცია მიმდინარეობს კულტურული საფუარით, დელესტაჟისა და რემონტაჟის მეთოდების გამოყენებით. 5-7 დღიანი მაცერაციის შემდეგ, როდესაც მიღწევა ნარჩენი შაქრის სასურველი დონე, დუღილი ჩერდება გაციებით და შემდგომი ფილტრაციით, რათაც ვინარჩუნებთ ღვინის ყურძნისეულ არომატებს, ბუნებრივ სიტკბოს და სიხალისეს. ამის შემდგომ, ბოთლში ჩამოსხმამდე, ღვინო ინახება იზოთერმულ რეზერვუარებში ცივად -2+2°C ტემპერატურის დიაპაზონში.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
ღია ლალისფერია.
სუნი:
წითელი მოცხარის, ჟოლოს, და ალუბლის სურნელი, შეზავებილი დარიჩინის და სხვა სანელების ტონებთან.
გემო:
გემო ცოცხალია და მოტკბო, მარწყვი და ალუბალი შეხამებულია ნუშის და სხვა მცენარეულ ტონებთან. საბოლოო დაგემოვნება მტკიცე ხანგრძლივია, სასიამოვნო მჟავიანობით და რბილი ტანინებით.