Marani Logo

მარანი ახაშენი

მევენახების მხარე:
კახეთის მევენახეობის მხარე
ადგილწარმოშობა:
ახაშენის მევენახეობის სპეციფიური ზონა
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
ადგილწარმოშობის ღვინო
ყურძნის ჯიში:
საფერავი 100%
ყურძნის წყარო:
100% ახაშენის მევენახეობის სპეციფიური ზონა, მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო.
მოსავლიანობა:
8 ტონა ჰა-ზე.
ღვინის ტიპი:
წითელი ნახევრად ტკბილი ადგილწარმოშობის.
ღვინის ანალიზი:
ალკოჰოლი: 11%; ნარჩენი შაქარი 35-45 გ/ლ;ტიტრული მჟავიანობა: 5,5-6,5გ/ლ.
 

მოსავლის წლები

2016  |  2013  |  2012  |  2010  |  2005

ვინიფიკაცია

ყურძენი იკრიფება ხელით სიმწიფის პიკზე. კლერტის ფრთხილად გაცლისა და დაწურვის შემდეგ იწყება დუღილი უჟანგავ ფოლადის რეზერვუარებში კონტროლირებად ტემპერატურაზე (23-28°C). ფერმენტაცია მიმდინარეობს კულტურული საფუარით, დელესტაჟისა და რემონტაჟის მეთოდების გამოყენებით. 5-7 დღიანი მაცერაციის შემდეგ, როდესაც მიიღწევა ნარჩენი შაქრის სასურველი დონე, დუღილი ჩერდება გაცივებით და შემდგომი ფილტრაციით, რითაც ვინარჩუნებთ ღვინის ყურძნისეულ არომატებს, ბუნებრივ სიტკბოს და სიხალისეს. ამის შემდგომ ბოთლში ჩამოსხმამდე ღვინო ინახება იზოთერმულ რეზერვუარებში ცივად -2+2°C ტემპერატურის ფარგლებში.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
მუქი წითელი
სუნი:
გახეხილი მაყვლის, შავქლიავას და სანელების მდიდრული არომატი.
გემო:
პირველადი დაგემოვნება მდიდრულია შავი ხილის და დაშაქრული ალუბლის ტონებით. დაბოლოება მშვენივრადაა გაწონასწორებული ტკბილი ხილით და მსუბუქი მჟავიანობით.