Marani Logo

მარანი ქინძმარაული

მევენახების მხარე:
კახეთის მევენახეობის მხარე
ადგილწარმოშობა:
ქინძმარაულის მევენახეობის სპეციფიური ზონა
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
ადგილწარმოშობის ღვინო
ყურძნის ჯიში:
საფერავი 100%
ყურძნის წყარო:
100% კომპანიის საკუთარი ვენახი.
მოსავლიანობა:
8 ტონა ჰა-ზე.
ღვინის ტიპი:
წითელი ნახევრად ტკბილი ადგილწარმოშობის.
ღვინის ანალიზი:
ალკოჰოლი: 11%; ნარჩენი შაქარი 35-45 გ/ლ; ტიტრული მჟავიანობა: 5,5-6,5გ/ლ.

მოსავლის წლები

2018  |  2013  |  2012  |  2011  |  2010  |  2009  |  2008  |  2007  |  2004

ვინიფიკაცია

ყურძენი იკრიფება ხელით, სიმწიფის პიკზე. კლერტის ფრთხილად გაცლასა და დაწურვას მოსდევს კონტროლირებად ტემპერატურაზე (23-28°C) დუღილი უჟანგავ ფოლადის რეზერვუარებში. ფერმენტაცია მიმდინარეობს კულტურული საფუარით, დელესტაჟისა და რემონტაჟის მეთოდების გამოყენებით. 5-7 დღიანი მაცერაციის შემდეგ მიიღწევა ნარჩენი შაქრის სასურველი დონე, დუღილი ჩერდება გაციებით და შემდგომი ფილტრაციით, რათაც ვინარჩუნებთ ღვინის ყურძნისეულ არომატებს, ბუნებრივ სიტკბოს და სიხალისეს. ამის შემდგომ, ბოთლში ჩამოსხმამდე, ღვინო ინახება იზოთერმულ რეზერვუარებში ცივად -2+2°C ტემპერატურის დიაპაზონში.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
შინდისფერი, მელნისფერი კანტით ჭიქის კიდის გასწვრივ..
სუნი:
მაყვლის და შინდის ჯემის სურნელი.
გემო:
ტრადიციულად განპირობებულია მაყვლის და ალუბლის მურაბით ტონებით. გემო წინა წლის მოსვალთან შედარებით უფრო მსუბუქია, სამაგიეროდ მეტად დელიკატური და გაწონასწორებულია ხანგრძლივია მოტკბო დაგემოვნებით.