Marani Logo

მარანი ნაფარეული

წარმოშობა:
კახეთის მევენახეობის მხარე
ადგილწარმოშობა:
ნაფარეულის მევენახეობის სპეციფიური ზონა
კლიმატის ტიპი:
რბილი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
ადგილწარმოშობის ღვინო
ყურძნის ჯიშები:
საფერავი 100%
ყურძნის წყარო:
100% ნაფარეულის მევენახეობის სპეციფიური ზონა, მდინარე ალაზანის მარცხენა ნაპირი.
მოსავლიანობა:
8 ტონა ჰა-ზე.
ღვინის ტიპი:
წითელი მშრალი ადგილწარმოშობის.
ღვინის ანალიზი:
ალკ:.13,5 % ნარჩენი შაქარი:<4 გ/ლ; ტიტრული მჟავიანობა 4,5-5,5გ/ლ.

მოსავლის წლები

2013  |  2012  |  2011  |  2009  |  2008  |  2005  |  2004  |  2003

ვინიფიკაცია

სიმწიფის პიკზე ყურძენს ხელით ვკრეფთ. კლერტის ფრთხილად გაცლისა და დაწურვის შემდეგ იწყება დუღილი უჟანგავ ფოლადის რეზერვუარებში კონტროლირებად ტემპერატურაზე (23-28°C). ფერმენტაცია მიმდინარეობს კულტურული საფუარით, დელესტაჟისა და რემონტაჟის მეთოდების გამოყენებით. 12-14 დღიანი მაცერაციის შემდეგ ღვინო იხსნება სუფთად და გადადის ვაშლრძემჟავა დუღილის და 9-12 თვიანი დაძველებისთვის 225ლ მუხის კასრებში. შემდგომი დავარგება მიმდინარეობს უჟანგავ ფოლადის ცისტერნებში, ხოლო ჩამოსხმის შემდგომ –ბოთლებში ოპტიმალურ ტემპერატურაზე.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
მუქი წითელი.
სურნელი:
გამოხატულია მარწყვის და წითელი ხილის ნაზი ბუკეტი, ცხარე სუნელების და ვანილის სუტი ტონების ფონზე.
გემო:
ექსტრაქტულია და ზეთოვანი, სასიამოვნო ტკბილი ხილის არომატით, ხავერდოვანი გემოთი და ხანგრძლივი დაგემოვნებით.