Marani Logo

მარანი ნაფარეული

წარმოშობა:
კახეთის მევენახეობის მხარე
ადგილწარმოშობა:
ნაფარეულის მევენახეობის სპეციფიური ზონა
კლიმატის ტიპი:
რბილი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
ადგილწარმოშობის ღვინო
ყურძნის ჯიშები:
საფერავი 100%
ყურძნის წყარო:
100% ნაფარეულის მევენახეობის სპეციფიური ზონა, მდინარე ალაზანის მარცხენა ნაპირი.
მოსავლიანობა:
8 ტონა ჰა-ზე.
ღვინის ტიპი:
წითელი მშრალი ადგილწარმოშობის.
ღვინის ანალიზი:
ალკ:.13,5 % ნარჩენი შაქარი:<4 გ/ლ; ტიტრული მჟავიანობა 4,5-5,5გ/ლ.

მოსავლის წლები

2013  |  2012  |  2011  |  2009  |  2008  |  2005  |  2004  |  2003

ვინიფიკაცია

სიმწიფის პიკზე ყურძენს ხელით ვკრეფთ. კლერტის ფრთხილად გაცლისა და დაწურვის შემდეგ იწყება დუღილი უჟანგავ ფოლადის რეზერვუარებში კონტროლირებად ტემპერატურაზე (23-28 °C). ფერმენტაცია მიმდინარეობს კულტურული საფუარით, დელესტაჟისა და რემონტაჟის მეთოდების გამოყენებით. 12-14 დღიანი მაცერაციის შემდეგ ღვინო იხსნება სუფთად და გადადის ვაშლრძემჟავა დუღილის და 8-10 თვიანი დაძველებისთვის 225ლ მუხის კასრებში. შემდგომი დავარგება მიმდინარეობს უჟანგავ ფოლადის ცისტერნებში, ხოლო ჩამოსხმის შემდგომ ბოთლებში ოპტიმალურ ტემპერატურაზე.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
ღრმა წითელი ფერი.
სურნელი:
რთულ და კომპლექსურ ბუკეტში წინა პლანზე აწამოწეული, სანელების, თამბაქოს ფოთლის, მენთოლის და თუთის არომატები.
გემო:
მწიფე, მრგვალი, ელეგანტური გემო, ალუბლის, კედარის, მენთოლის, ძირტკბილას და შოკალადის ტონალობით. მტკიცე და მწიფე ტანინები მიუთითებს ხანგრძლივ დაძველების პოტენციალს, და იმავდროულად მშვენივრადაა გაწონასწორებული ხანგრძლივ დაგემოვნებაში.