Marani Logo

მარანი მუკუზანი

მევენახების მხარე:
კახეთის მევენახეობის მხარე
ადგილწარმოშობა:
მუკუზანის მევენახეობის სპეციფიური ზონა
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტალური
ღვინის კატეგორია:
ადგილწარმოშობის ღვინო
ყურძნის ჯიში:
საფერავი 100%
ყურძნის წყარო:
100% მუკუზანის მევენახეობის სპეციფიური ზონა, მდინარე ალაზნის მარჯვენა სანაპირო.
მოსავლიანობა:
8 ტონა ჰა-ზე.
ღვინის ტიპი:
წითელი მშრალი ადგილწარმოშობის.
ღვინის ანალიზი:
ალკოჰოლი: 13,0 %; ნარჩენი შაქარი < 3 გ/ლ; ტიტრული მჟავიანობა 5,5გ/ლ.
 

მოსავლის წლები

2016  |  2013  |  2012  |  2010  |  2009  |  2008  |  2005  |  2004  |  2003

ვინიფიკაცია

სიმწიფის პიკზე მყოფი ყურძენი იკრიფება ხელით. კლერტის ფრთხილად გაცლასა და დაწურვას მოსდევს კონტროლირებად ტემპერატურაზე (23-28 °C) დუღილი უჟანგავ ფოლადის რეზერვუარებში. ფერმენტაცია მიმდინარეობს კულტურული საფუარით, დელესტაჟისა და რემონტაჟის მეთოდების გამოყენებით. 12-15 დღიანი მაცერაციის შემდეგ ღვინო იხსნება სუფთად და გადადის 225 ლ მუხის კასრებში ვაშლრძემჟავა დუღილის და 8-10 თვიანი დაძველებისთვის. შემდგომი დავარგება მიმდინარეობს უჟანგავ ფოლადის ცისტერნებში და ჩამოსხმის შემდგომ კი – ბოთლებში ოპტიმალურ ტემპერატურაზე.

ორგანოლეპტიკა

ფერი:
მუქი წითელი, აგურისფერი ციალით.
სუნი:
სურნელში დომინირებს მაყვალი და ლეღვის ჩირი შავი პილპილის მსუბუქი ელფერით.
გემო:
გემო სრული და მდიდრული, მაყვლის, ღოღნოშოს და ლეღვის ჩირის დომინირებით, ჰარმონიულად გადადის მდგრად და ხანგრძლივ ხილიან დაგემოვნებაში.