მარანი წინანდალი
წარმოშობა: |
კახეთის მევენახეობის მხარე. |
ადგილწარმოშობა: |
წინანდლის მევენახეობის სპეციფიური ზონა |
კლიმატი: |
ზომიერი კონტინენტალური |
ღვინის კატეგორია: |
ადგილწარმოშობის ღვინო |
ყურძნის ჯიში: |
რქაწითელი 80%, მწვანე 20% |
მოსავლის წყარო: |
100% წინანდლის მევენახეობის სპეციფიური ზონა კომპანიის კუთვნილი ვენახები |
მოსავლიანობა: |
8 ტონა ჰა-ზე. |
ღვინის ტიპი: |
თეთრი მშრალი ადგილწარმოშობის ღვინო. |
ღვინის ანალიზი: |
ალკოჰოლი: 13,5%; ნარჩენი შაქარი:<3 გ/ლ; ტიტრული მჟავიანობა: 5-6გ/ლ. |
|
ვინიფიკაცია
ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის დასაწყისში სიმწიფის პიკზე ყოფნისას ყურძენი იკრიფება ხელით. კლერტის გაცლის შემდგომ ყურძენი ცივდება
4-6°C-მდე, 8 საათის განმავლობაში ჩერდება კანთან ერთად და შემდეგ ნაზად იწურება პნევმატურ წნეხში. მოგვიანებით ხდება დაწმენდილი თვითნადენი წვენის დუღილი უჟანგავ ფოლადის ცისტერნებში მკაცრად განსაზღვრულ ტემპერატურა-ზე(15°C). დუღილის დასრულებისას
ღვინო იხსნება სუფთად და გადადის სხვა ცისტერნაში შემდგომი დავარგებისთვის. ღვინის 30% ძველდება ფრანგულ მუხის კასრებში. მოსავლის წლის მომდევნო სექტემბერს ღვინო მზადაა ჩამოსასხმელად.
ორგანოლეპტიკა
ფერი: |
მოყვითალო ჩალისფერი. |
სურნელი: |
დომინირებს ბანანის და ტროპიკული ხილის ტონები. |
გემო: |
დახვეწილი, სრულსხეულიანი, მოხალული თხილის მსუბუქი არომატით. დაგემოვნება ხავერდოვანია, ნესვის და ტროპიკული ხილის ტონალობით. |
|
|
|