Marani Logo

თელავური თეთრი ნახევრად მშრალი

ყურძნის ჯიში:
ადგილობრივი ჯიშის თეთრი ყურძენი
წარმოშობა:
კახეთის მეღვინეობის რეგიონი
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტური
ღვინის ტიპი:
თეთრი ნახევრად მშრალი

მოსავლის წლები

2021  |  2015

ვინიფიკაცია

ყურძენი ხელით იკრიფება ოპტიმალური სიმწიფის პერიოდში. კლერტისგან ფრთხილად გათავისუფლების შემდეგ ყურძნის დუღილის პროცესი მიმდინარეობს უჟანგავი ფოლადის ცისტერნებში კონტროლირებად ტემპერატურაზე (16–18 °C). როდესაც წვენში მიღწეულია შაქრის და მჟავიანობის სასურველი ბალანსი, დუღილი ჩერდება გაციებით, რათა შენარჩუნდეს ღვინის ბუნებრივი სიტკბო და სიხალისე.

ორგანოლეპტიკა

თელავური თეთრი ნახევრად მშრალი ღვინო ტრადიციული, კახური წესით არის დამზადებული თელავის რაიონში, მდინარე ალაზნის სანაპიროებზე მოყვანილი თეთრი ჯიშის ყურძნისაგან. მისი მსუბუქი, არომატული, მოტკბო გემო საუცხოოა როგორც აპერიტივი, თუმცა ასევე მშვენივრად ეხამება ბოსტნეულის კერძებს და სალათებს.