Marani Logo

თელავური ნახევრად მშრალი თეთრი

ყურძნის ჯიში:
ადგილობრივი ჯიშის თეთრი ყურძენი
წარმოშობა:
კახეთის მეღვინეობის რეგიონი
კლიმატი:
ზომიერი კონტინენტური
ღვინის ტიპი:
თეთრი ნახევრად მშრალი

ვინიფიკაცია

ყურძენი ხელით იკრიფება ოპტიმალური სიმწიფის პერიოდში. კლერტისგან ფრთხილად გათავისუფლების შემდეგ ყურძენი დუღდება უჟანგავი ფოლადის ცისტერნებში კონტროლირებად ტემპერატურაზე (16–18 °C). როდესაც წვენში მიღწეულია შაქრის და მჟავიანობის ბალანსი, დუღილი ჩერდება გაციებით, რათა შენარჩუნდეს ღვინის ბუნებრივი სიტკბო და სიხალისე.

ორგანოლეპტიკა

ამ ტიპის ღვინო დამახასიათებელია თელავის მუნიციპალიტეტისთვის. ღვინო ადგილობრივი ჯიშის თეთრი ყურძნისგან მზადდება, უმეტესად გამოიყენება ალაზნის ორივე სანაპიროზე მოწეული რქაწითელი. ღვინო ღია ჩალისფერია. სიტკბოს და სიმჟავის დაბალანსირებული გემო ღვინოს უფრო ზომიერსა და ახალგაზრდულს ხდის.