Marani Logo

რეზერვი

მარანი რეზერვი მხოლოდ საუკეთესო მოსავლის წლებში კონდოლის ვენახებიდან მცირე პარტიებად წარმოებული, დიდი დაძველების პოტენციალის მქონე და განსაკუთრებული ღირსებებით შემკული ღვინოა.
მარანი რეზერვი 2007 არის ჩვენი პირველი მცდელობა საუკეთესო მოსავლის წელს დაგვემზადებინა მცირე მოცულობის განსაკუთრებული ღირსების ღვინო. ღვინო დამზადდა ხელით მოკრეფილი და გადარჩეული საფერავით დადუღების პროცესში მინიმალური ინტერვენციით.

მარანი რეზერვი

კონდოლის ვენახის, საფერავის შერჩეულ ნაკვეთში, აგვისტოს თვეში, შეთვალების დასაწყისში ჩატარდა მწვანე რთველი, ანუ ვაზიდან მოიკრიფა მკვახე ყურძენი იმ