Marani Logo

თამარ გურგენაშვილი

ღვინის ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის მთავარი მეღვინე

თამარი ჩვენს მეღვინეთა გუნდში უნივერსიტეტის დასრულებისთანავე მოვიწვიეთ. მისი ოჯახი საუკუნეზე მეტია მეღვინეობას მისდევს შინა მეურნეობაში და მასაც მეღვინეობისა და ვენახებისადმი სიყვარული მემკვიდრეობით აქვს მიღებული.


„ღვინო ტრადიციული სასმელია ყველა ქართველისთვის საქართველოში. ეს ტრადიცია უხსოვარი დროიდან ქართველებს მემკვიდრეობით გადმოგვეცემა. ჩემი ოჯახისთვის ღვინოზე მუშაობა ცხოვრების სტილია. ახლა, როდესაც თელავის ღვინის მარნის მეღვინეთა გუნდში ვირიცხები, თავს ბედნიერად ვგრძნობ, რომ ჩემს მემკვიდრულ ცოდნაზე დაყრდნობით მონაწილეობას ვიღებ საუკეთესო ღვინოების შექმნაში“.