Marani Logo

სიახლე თელავის ღვინის მარანის ვენახებში

4 სექტემბერი 2019

თელავის ღვინის მარანის ვენახებში წელს სიახლეა! პირველად საქართველოში, რთველის პროცესი ყურძნის საკრეფი მანქანის New Holland 9050L დახმარებით წარიმართა, რის შედეგადაც კომპანიას, რთველის პერიოდში მუშახელის დეფიციტის პირობებში, ყურძნის კრეფის აგროვადების სრულად დაცვის საშუალება მისცა.

ამ მეთოდით მხოლოდ ყურძნის მარცვლები იკრიფება, კლერტი კი ვაზზე რჩება. მანქანაშივე ხდება მისი პირველადი გადარჩევა. ზედმეტი მინარევებისგან გასუფთავებული ყურძნის მარცვლები უჟანგავი ფოლადის ტრეილერში გროვდება და მოკლე დროში მიეწოდება საწარმოს, რაც საბოლოო ჯამში ღვინის მაღალ ხარისხს განაპირობებს.