Marani Logo

ს.ს. "თელავის ღვინის მარანი" "Prowein 2016" - ზე

15 მარტი 2016

 2016 წელს, გერმანიაში, ქალაქ დუსელდროფში, ჩატარდა გამოფენა, სადაც მონაწილეობას იღებდა 57 ქვეყნის 6000-ზე მეტი ღვინის მწარმოებელი, რომელთა შორის იყო ,,თელავის ღვინის მარანი’’.

ქართული ღვინის კომპანიები წარმატებით ახორცილებენ მოლაპარაკებებს ევროპის, კანადის, აზიის და ამერიკის შეერთებული შტატების იმპორტიორ და სადისტრიბუციო კომპანიებთან.
 უნდა აღინიშნოს, რომ დუსელდორფის გამოფენას საქართველო პირველად 2000 წელს დაესწრო.
,,თელავის ღვინის მარანი’’ წარმატებებსა და წინსვლას უსურვებს პარტნიორ ქართულ ღვინის კომპანიებს!
 ,,თელავის ღვინის მარანი’’ - ღვინო ჩვენი ხელოვნებაა!