Marani Logo

კორპორატიული საღამო

18 იანვარი 2016

 ,,თელავის ღვინის მარანმა’’ კორპორატიული საღამოს ცნება სულ სხვა დონეზე აიყვანა და დაუვიწყარი საახალწლო დღესასწაული მოაწყო. 
 უკვე მეორე წელია, რაც წლის ბოლოს ტარდება დახურული არჩევნები, სადაც გამოვლენილი საუკეთესო თანამშრომლები საჩუქრდებიან სხვადასხვა პრიზებით, იქნება ეს: პლაზმური ტელევიზორები, მტვერსასრუტები, მიკროტალღური ღუმელები თუ მულტირობოტები.
 გარდა ამისა, ნამდვილი საახალწლო განწყობა შექმნა ,,მარანის’’ ბიჭუნამ, რომელიც დამფუძნებლებთან ერთად მონაწილეობდა ტორტის დაჭრის თეატრალურ ცერემონიალში .
 მთელი წლის მანძილზე ისეთ საინტერესო, ხალისიან და სიურპრიზებით სავსე წელს გისურვებთ, როგორიც ჩვენი კორპორატიული საღამო იყო.