Marani Logo

ღია კარის დღე 2015

12 ოქტომბერი 2015

 10 ოქტომბერი, 2015 - თბილისის სადისტრიბუციო ქსელის, სასტუმროების, მსხვილი კვების ობიექტების წარმომადგენლებმა, ხელმძღვანელებმა, სომელიეებმა თელავის ღვინის მარანში „ღია კარის დღე 2015“-ი აღნიშნეს.
ღია კარის დღე რამდენიმე ნაწილისგან შედგა, პირველი - კომპანიის დათვალიერება და წარმოების პროცესების გაცნობა, მეორე - დეგუსტაცია, მესამე - რთველში მონაწილეობა და ბოლოს, დღე ალ. ჭავჭავაძის მუზეუმის მონახულებით დასრულდა.
დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ,, მარანის’’ ექვსი სახეობის ღვინოდა ერთი ბრენდი. 
სტუმრებმა ერთხმად აღნიშნეს და ხაზი გაუსვეს თელავის ღვინის მარანის პროგრესის ტემპს და კომპანიის გარანტირებულ ხარისხს.