Marani Logo

მარანის ღვინოები სეულის ღვინისა &ალკოჰოლური სასმელების გამოფენა 2015-ზე

7 მაისი 2015

23-25 აპრილი, 2015 - თელავის ღვინის მარანმა ღვინოები COEX-ის დარბაზში, სეულში, სამხრეთ კორეა, ღვინისა &ალკოჰოლური სასმელების გამოფენა 2015-ზე წარადგინა. ღვინისა &ალკოჰოლური სასმელების მე-13 გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 20 ქვეყნს 200-მდე კომპანიამ.  

 

გამოფენაზე მოსულმა სტუმრებმა სხვა ღვინოებთან ერთად თელავის ღვინის მარნის შემდეგი ღვინოები დააგემოვნეს: სატრაპეზო საფერავი, სატრაპეზო 10 ქვევრი, სატრაპეზო მწვანე, მარანი საფერავი, მარანი წინანდალი, მარანი მუკუზანი, მარანი ქინძმარაული, კონდოლის ვენახები მწვანე - ქისი.

 

კორეის ღვინისა & ალკოჰოლური სასმელების გამოფენის მიზანი არის ბიზნეს ურთიერთობების ხელშეწყობა გამოფენის მონაწილეებსა და მომხმარებლებს შორის სამხრეთ კორეაში, სადაც ღვინის მოხმარებლები ერთ-ერთი ახლად აღმოცენებულ და სწრაფად განვითარებად ბაზარს წარმოადგენენ.